x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
იაპონელების კიდევ ერთი შედევრი, ვერასდროს გამოიცნობთ ეს რა არის

image


ამომავალი მზის ქვეყანამ მსოფლიო მორიგ ჯერზე კვლავ გააოცა, ამჯერად, იაპონიაში სპეციალურად მამაკაცებისთვის ბიუსტჰალტერი გამოიგონეს, რომლის მთავარი მიზანიც - მათი სხეულის "ინტიმური" ნაწილების დაფარვაა. დიახ, სწორედ დვრილებზეა საუბარი.

image


ასეთი "აქსესუარი" ძირითადად ოფისის თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი. საქმე იმაში გახლავთ რომ ქალბატონებისთვის კოლეგების მუდმივად პერანგის ქვეშიდან "მომზირალი" დვირილების დანახვა ერთგვარ დაბნეულობას იწვევდა, სწორედ აქედან გაჩნდა ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის ასეთი ბიუსჰალტერის შექმნის იდეაც, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მაისურს მოგაგონებთ. ხორცისფერის სპეციალური მასალა მას სამოსის ქვეშიდან პრაქტიკულად უხილავს ხდის, ხოლო სამკუთხედის ფორმის ჭრილი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს პერანგის რამდენიმე ღილი უპრობლემოდ შეიხსნან.



image


მაისურის შიგნითა მხარე სპეციალური ბადის მასალით არის გაფორმებული, რომელიც დვრილებს თითქმის უხილავს ხდის.


imageimage


თუმცა ეს ყველაფერი არ არის, პერანგს იღლიების ქვეშ სპეციალური ჩანართები აქვს, რომელიც მამაკაცებს ჭარბ ოფლიანობასთან გამკლავებაში ეხმარება.


image


სასწაული არ არის? შემქმნელების აზრით, ზაფხულის სიცხეში ეს ჯადოსნური - ბიუსტჰალტერი მამაკაცებისთვის ერთგვარი ხსნა იქნება.



image


სავარაუდოდ, ოფისებში სამუშაო გარემოც ერთმნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან იაპონელ ქალებსა და მამაკაცებს ერთმანეთთან ურთიერთობა აწი ყოველგვარი უხერხულობის გარეშე შეეძლებათ.







0
242
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
242