კონფლიქტები ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად ენგურთან დღეს აქციას გავმართავთ - ელენე ხოშტარია 2021, 10 თებერვალი, 13:57 ირაკლი ბებია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის რაიონში, დააკავეს.
ირაკლი ბებიამ დროშა "აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავზე დაწვა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 27 სექტემბრიდან აღნიშნავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ის დროშის დაწვის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს. აფხაზები კი წერენ, რომ დაკავებული სასტიკად უნდა დაისაჯოს, ის უნდა დახვრიტონ ან დაწვან.
მას დე ფაქტო საგამოძიები უწყება დამამძიმებელ გარემოებებში აფხაზეთის სახელმწიფო სიმბოლოს განადგურებას და ტყვია-წამლის უკანონო შენახვას ედავება
ახლობლები ამბობენ, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ შესაძლოა ის ნებისმიერ მომენტში დამძიმდეს. ოჯახი სახელმიწოფო უწყებებს ირაკლი ბებუას საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანას სთხოვს.
5 შეფასება არ არის
|