კულტურა არსებობდა თუ არა სამი იბერია? 2021, 9 თებერვალი, 16:05 ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არსებობდა სამი იბერია მრავლის მეტყველია. თუმცა, დღეს როცა ამ თემაზე საუბრობენ, წინა პლანზე მხოლოდ ორ იბერიას აყენებენ - ეს არის კავკასიისა და პირინეის იბერიები. არადა ნისლიანი ალბიონის პირველ სახელმწიფოებრივი ტიპის გაერთიანებასაც იბერია ერქვა. ეს მანამ, სანამ კელტები, იგივე გალები შეესეოდნენ ნისლიანი ალბიონის კუნძულებს. ამგვარად, ჰიბერნია იგივე ალბიონია და ისინი სიტყვა იბერიიდან ტრანსფორმირდნენ.
იმ მესამე იბერიას, დღეს რომ ირლანდია ჰქვია, თავის დროზე არა იბერია, არამედ ჰიბერნია ერქვა და ლათინების მიერ შერქმეული სახელია .ისინი ხმოვნებით ძალიან გვანან ერთმანეთს. ლათინურში ჰიბერნია ზამთრის მხარეს ნიშნავდა.
გენეტიკური კვლევების საფუძველზე ბრიტანელი მეცნიერი, სტეფენ ოპენჰაიმერი თავის წიგნში "ბრიტანელთა წარმომავლობა" თვლის, რომ თანამედროვე ბრიტანეთის მოსახლეობა იბერიის ნახევარკუნძულიდან უნდა იყოს და რომ თვით კელტებისა და ანგლო-საქსურმა ტომებმაც კი ვერ გააქრეს ამის კვალი ბრიტანეთში.
სტეფენ ოპენჰაიმერი რაც შეეხება, კელტ-იბერებს, ისინი ჯერ კიდევ ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოსული ინდოევროპული კელტების შემდეგ ჩნდებიან ადგილობრივ მოსახლეობასთან გენეტიკურად და კულტურულად შერწყმის შედეგად. პუნიკური ომების დროს პრერომანული იბერიის ნახევარკუნძულზე ყველაზე მთავარ ეთნოსსაც წარმოადგენდნენ და ვესტ-გოთების სამეფოს დაარსებამდე გააჩნდათ თავიანთი პოლიტიკური ერთეული. ესპანეთის ჩრდილოეთით ერთ-ერთ ოლქს დღესაც ჰქვია კელტურობის აღმნიშვნელი სახელი " სელტა" (ჩელტა) და მათ კულტურაში უხვია კელტ- იბერული მოტივები. 151 შეფასება არ არის
|