სხვა ინტერნეტომანია ახალი ნარკოტიკი 2012, 30 აგვისტო, 15:42 ექსპერტთა შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის, უმრავლესობას ინტერნეტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.დავაჭერთ ღილაკს თითს და თვალწინ უსაზღვრო ვირტუალური სამყარო იშლება.შეგნებულად თუ შეუგნებლად ამ სამყაროში თითქმის მთელი დღე შეგვიძლია ყოფნა, თანაც ისე, რომ ვერ ვხვდებით, როგორ გვღლის და გვფიტავს.გერმანელი ფსიქოლოგები, რომლებიც ინტერნეტომანიაში სერიოზულ საფრთხეს ხედავენ, მუდმივად ახალ-ახალ ტესტებს და გამოკითხვებს სთავაზობენ ინტერნეტის მომხმარებლებს, რათა შესაძლო კატასტროფის მაშტაბები დაადგინონ.ჩატარებული ტესტებით დადგინდა ინტერნეტზე დამოკიდებულების ორი ძირითადი სინპტომი:1.გამოკითხულთა 70%-მა დაადასტურა, რომ ინტერნეტში გაცილებით მეტ დროს მუშაობს, ვიდრე გეგმავდა;2.მომხმარებელთა 60% კი საჭირო ინფორმაციის მოპოვების შემდეგ მაინც განაგრძობს ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში ხეტიალს.ექიმები და ფსიქოლოგები მართლაც შიშობენ, რომ ინტერნეტი ახალი ნარკოტიკია რომელზეც სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება დამოკიდებული. 76 7-ს მოსწონს |
+10000