სიახლეები ოქროს ქვიშები ბათუმში 2021, 8 თებერვალი, 23:09 ”ვისაც სოხუმში აქვს ნანახი, სოხუმშია პირსების ასეთი სისტემა... ისეთს ვაკეთებდით, ოღონდ უფრო თანამედროვეს ვაკეთებდით. ეს არის შემოფარგვლა სანაპიროსი იმისათვის, რომ სანაპიროს წყალი არ ანგრევდეს. და მერე შიგნით გინდა ქვიშა დაყარე და გინდა ის... მაგრამ ეს არაფერი არ არის, ეს არის მეათეხარისხოვანი და ვინაიდან ქვიშაც ვახსენეთ, ვიღაცამ თქვა - ა, სააკაშვილს ოქროს ქვიშა უნდა?! ა, სააკაშვილის მორიგი ახირებაა?! მოდი, ახლა ეს პროექტი მთლიანად გავაჩეროთ. და ჯერჯერობით ეს პროექტი არის, ყოველ შემთხვევაში, მთლიანად ჩაკარგული”. ”ამოვიღეთ პროექტიდან მთლიანად ოქროს ქვიშები და, ნაცვლად ოქროს ქვიშებისა, ჩავსვით ჭოროხის ქვიშახრეშოვანი ადგილობრივი მასალით შესაბამისი პლაჟი. გაკეთდა 80 მილიონი ლარის ეკონომია ამ პროექტის მოდიფიცირების შედეგად. ხოლო ყოველწლიური შენახვის ხარჯი ნაცვლად 3 მილიონისა, შემცირდა 480 ათას ლარამდე, ანუ შემცირდა შვიდჯერ”. 163 შეფასება არ არის
|