x
დამწყები, მკვლევარი მასწავლებელის მიერ საკვლევი საკითხის შერჩევა
image

საკვლევი თემის, საკითხის განსაზღვრა პედაგოგიური კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს. უპირველესად, საკვლევი თემის განსაზღვრისას პედაგოგმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს შემდეგი სახის შეკითხვები, თუ რომელი საკითხია მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული მისი პედაგოგიური პრაქტიკიდან. აგრეთვე აქვს თუ არა შესაბამისი ძალები აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად. მას ასევე უნდა ჰქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია მიმართოს დასახმარებლად. მაგალითად, მის რომელიმე ერთ-ერთ კოლეგას, ვინც მას გაუწვდის დახმარების ხელს. მკვლევარმა უნდა იფიქროს იმ საკითხზეც, თუ რამდენად წარმატებულად შეიძლება დასრულდეს აღნიშნული კვლევის პროცესი. საკვლევი თემა და საკითხი აუცილებელია გამომდინარეობდეს ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებიდან და უნდა ითვალისწინებდეს იმასაც, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული, განსაზღვრული საკითხის კვლევა სხვა კოლეგებისთვის და იქნება თუ არა პრიორიტეტული ეს უკანასკნელი სხვა პედაგოგებისთვის. მაშასადამე, ჩვენი კვლევა უნდა იყოს გამოსადეგი და ახლის შემომტანი სხვა პირებისთვის.

იმისათვის, რომ პედაგოგი დარწმუნდეს - მის მიერ შერჩეული საკითხი და თემა სწორადაა წარმოდგენილი პედაგოგმა კიდევ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  • გამომდინარეობს თუ არა მისი პედაგოგიური კვლევა მისი პრაქტიკიდან;
  • დაეხმარებიან თუ არა კოლეგები მას კვლევის წარმართვაში;
  • არის თუ არა მისი საკვლევი საკითხი ღირებული და ატარებს გარკვეულ ახალ ინფორმაციას სხვა პირებისთვის;
  • მზად არის თუ არა თავად პედაგოგი კვლევის წარმართვისათვის;
  • არის თუ არა პროფესიული ზრდის ღირებულების მატარებელი თავად აღნიშნული კვლევა და დაეხმარება თუ არა ეს უკანასკნელი სასწავლო პროცესის წარმართვის გაუმჯობესებაში.
  • უპირველესად, კი მასწავლებელს საკვლევი თემის განსაზღვრისას მინიშნება, ბიძგი უნდა მისცეს შემდეგი სახის პროცესებმა, კერძოდ, გამოცდილებამ, რომელიც დააგროვა პედაგოგმა სასწავლო პროცესის წარმართვისას, აგრეთვე უკუკავშირმა და შეფასების შედეგებმა, პედაგოგის თეორიულმა ინტერესებმა და პირველ რიგში, ცნობისმოყვარეობას იმის შესახებ თუ როგორ შეუძლია აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა.


    ასე რომ, დამწყებ მკვლევარმა მასწავლებელმა საკვლევი თემის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს ზემოთ თქმული დებულებები, დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის კვლევა და გამომდინარეობს თუ არა იგი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან. აგრეთვე მისი კვლევა უნდა იყოს გამოსადეგი სხვა პედაგოგებისთვისაც.


    0
    9
    შეფასება არ არის
    ავტორი:გურაბანიძე სოფიო
    გურაბანიძე სოფიო
    9
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0