ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი დანიაში დანერგეს აპლიკაცია" სექსუალურ თანხმობაზე" 2021, 7 თებერვალი, 13:20 დანიაში გაუშვეს ახალი აპლიკაცია სექსუალურ თანხმობაზე. აპლიკაცია საშუალებას აძლევს საყვარლებს, ნებართვის დასტური მისცენ სმარტფონებისგან - ეს მოხდა, მას შემდეგ რაც ქვეყანამ გაამკაცრა კანონი გააუპატიურების შესახებ. IConsent აპში ღილაკის დაჭერით "ერთ სქესობრივ აქტზე" თანხმობაა შესაძლებელი, რომელიც ძალაშია 24 საათის განმავლობაში და მისი გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. თუმცა აპლიკაციას საკმაოდ ცივად დახვდნენ დანიაში, სადაც ერთმა გაზეთმა მას ირონიულად უწოდა "ისეთივე მიმზიდველი, როგორც პრესკონფერენცია კორონავირუსზე". დაშიფრული მონაცემები ინახება აპლიკაციაში, ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს სისხლის სამართლის საქმისთვის გახდა საჭირო, თუმცა ექსპერტებს ეჭვი აქვთ, რომ მათ ოდესმე გამოიყნებენ სასამართლოში. შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში დანიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც აფართოებს გაუპატიურების განმარტებას და მოიცავს სექსუალურ აქტს ორივე სქესისთვის აშკარა თანხმობის გარეშე. მანამდე პროკურატურას უნდა დაემტკიცებინა, რომ დამნაშავემ იძალადა ან თავს დაესხა იმას, ვინც წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ”ახლა ნათელია, რომ თუ ორივე მხარე არაა თანახმა სექსზე, მაშინ ეს გაუპატიურებაა”, - თქვა დანიის მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა ნიკ ჰეკერუპმა. 2018 წლის მეზობელ შვედეთში მიღებულმა ანალოგიურმა კანონმდებლობამ, სავარაუდოდ, 75% -ით გაზარდა გაუპატიურებაზე მსჯავრდებულები. 92 5-ს მოსწონს
|