x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
ონლაინ სწავლების დამხმარე პლატფორმები

image

გლობალურმა პანდემიამ სასწავლო ღონისძიებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დისტანციურ რეჟიმში წარმართა, რამაც საზოგადოება მიიყვანა ახალი შესაძლებლობების დაუფლებამდე, კომპიუტერული უნარების გაუმჯობესებასა და ახალი, ტექნიკურ საშუალებებე მორგებული აქტივობების დაგეგმვამდე.

ისევე როგორც საკლასო გაკვეთილებმა, ისე საუნივერსიტეტო მეცადინებებმა და არაფორმალურმა შეხვედრებმა (ტრენინგებმა, საჯარო ლექციებმა, ვებინარებმა) სხვადასხვა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა და არაპირდაპირი კომუნიკაციის გზით განაგრძო ფუნქციონირება.

ამ შემთხვევაში მივედით დამატებით საჭიროებებამდე, რაც თვალსაჩინოებების ტექნიკურ საშუალებებზე მორგებას გულისხმობს, რათა მსენელთა შინაგანი მოტივაცია შესასწავლი საგნის მიმართ კვლავ შენარჩუნდეს და მეტიც, თითოეული ღონისძიება იყოს ინტერაქციული.

ორმხრივ აქტიურად ჩართული მუშაობისთვის გიზიარებთ რამდენიმე პლატფორმას, რომელიც თქვენ საგაკვეთილო პროცესს, შეხვედრასა თუ ტრენინგს უფრო საინტერსოს და მიმზიდველს გახდის:

1. Kahoot.it - თამაშით სწავლება რომ მეტად ეფექტურია, ეს კარგად ვიცით, სწორედ ჯგუფურ თამაშზეა მორგებული ეს აპლიკაცია, რომლის კითხვების შემდგენი და წარმმართველიც თავად თქვენ ხართ.
2. Padlet.com - ვისაც დაფასთან მუშაობა გიყვართ, ეს ელექტრონული დაფა თქვენთვის არის. საჭიროა მხოლოდ საკუთარი ანგარიშის შექმნა და ელექტრონული დაფის ტრენინგზე თუ შეხვედრაზე გაზიარება, რაზეც აზრის დაფიქსირება ყველას შეეძლება. ეს პლატფორმა ხშირად გამოიყენება უკუკავშირის გამოსახატად, რადგან სრულიად ანონიმურია და არ ფიქსირდება არც ერთი კომენტარის ავტორის ვინაობა.
3. Menti.com - ეს აპლიკაცია ფუნქციურად Kahoot.it - გავს და ფაქტობრივად მის შინაარსს იზიარებს, თუმცა პრაქტიკულობიდან გამომდინარე არჩევანი თქვენზეა.
4. Sli.do - კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა სხვადასხვა გამოკითხვების (არა მხოლოდ), ქვიზების ჩასატარებლად.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ხარებაშვილი
ანა ხარებაშვილი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0