მუსიკა "პირვლად 2018 წლის მაისში დავუკარი და მეორე დღეს იმ ადგილას იმდენი ხალხი დამხვდა გავლა ჭირდა" 2021, 6 თებერვალი, 21:46 მუსიკას ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს . ჩვენს ყველა ემოციას მუსიკა თან სდევს და მნიშვნელოვანია ვუსმენდეთ მას არა მხოლოდ სახლებში, არამედ ქუჩაშიც, თანაც ცოცხალი შესრულებით განუმეორებელი, უნიკალური ემოციებისთვის.
საქართველოში ქუჩის მუსიკა ახალი არ არის, თუმცა ის სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ჯგუფმა " მოხეტიალე მუსიკოსები".
გთავაზობთ ინტერვიუს ჯგუფის აკომპანიმატორ-მომღერალ საბა საფარელთან:
-როდის გადაწყვიტე გამხდარიყავით ქუჩის მუსიკოსი? - პირვლად ქუჩაში 2018 წლის მაისში რუსთაველის 16-ში დავუკარი და მეორე დღეს იმ ადგილას იმდენი ხალხი დამხვდა გავლა გამიჭირდა -იყო თუ არა სირთულეები თავდაპირველად და რა პრობლემებს აწყდებით ჯგუფის წევრები პანდემიის პირობებში? -იყო, არის და იქნება სირთულეები და ეს ნორმალურია . ამან ვერ მათქმევინა უარი ქუჩაში დაკვრაზე. -გაიხსენეთ ჯგუფის წარმატებები და წარუმატებლობები - სიმღერა " უძრაობა ქალაქში" მოხეტიალე მუსიკოსების ჰიტად იქცა, წარუმატებელია ყველა ის სიმღერა, რომელიც არ მახსენდება - ხელოვანისთვის რა უფრო პრიორიტეტულია მაყურებელი/მსმენელი, რომელსაც ის უყვართ, თუ ფინანსური უზრუნველყოფა? -ორივე აუცილებელია, თუმცა ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩემთვის უბრალო ადამიანების სიყვარულია -გაიხსენეთ კურიოზი რომელიც ქუჩაში დაკვრას უკავშირდება -მარჯანიშვილის მეტროს წინ ვუკრავდი, როდესაც გამვლელმა ხელზე შემოდებული ტორტით თვალი იქამდე არ მოაცილა ჩემს შარვალს, სანამ ტორტი არ გაუვარდა და უნებლიედ ზედ გადასვლისას ფეხი არ აუცურდა საბა თავისივე შექმნილი შარვლით: -რომ არა მუსიკა ხელოვნების რომელი დარგით დაკავდებოდით? -ამაზე არაერთხელ მიფიქრია ... ალბათ სამოსის დიზაინერი ვიქნებოდი. -თავისუფალ დროს რას აკეთებთ? - სეზონს გააჩნია და განწყობას, მაგრამ უმეტესად ვხატავ, 2000-ზე მეტი პორტრეტის ავტორი ვარ. - რაზე ოცნებობთ? -მშვიდობასა და ჯანმრთელობაზე მსოფლიოში . ვვოცნებობ სახლის შეძენაზე მცხეთაში -და ბოლოს. პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებით რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუდგამთ ნაბიჯი წარმატებისკენ, მაგრამ აქვთ პოტენციალი? -ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მტკიცედ მწამს, რომ ძალიან ბევრი შრომა აუცილებლად ფასდება.შეეშვით ფუჭ ოცნებებს და ბევრი იშრომეთ. " ვერ ისწავლი ცურვას, ვიდრე წყალში არ გადახტები". 351 1-ს მოსწონს
|