ელ. წიგნები ყველაზე პოპულარული წიგნების ელექტრონული ვერსიები (PDF) 2021, 5 თებერვალი, 21:07 ![]() ნაირა გელაშვილი – ამბრნი, უმბრნი და არაბნი…სიყვარული რომ ამოუხსნელი საიდუმლოა, – ამაზეა ეს წიგნი. საიდუმლოსგან გაძარცული ცხოვრება მხოლოდ მოჩვენებითად რომ არის ცხოვრება – ამასაც ეს წიგნი შეგვახსენებს. ნაირა გელაშვილი – ამბრნი, უმბრნი და არაბნი… ჩამოტვირთვაჰარუკი მურაკამი – კაფკა პლაჟზეჰარუკი მურაკამის რომანი „კაფკა პლაჟზე“ 2002 წელს გამოიცა და სხვადასხვა პრემიებთან ერთად, 2005 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საუკეთესო ახალგაზრდული წიგნის ჯილდოც მოიპოვა. კაფკა თამურა თხუთმეტი წლის მოზარდია, უსმენს Radiohead-ს და ჯონ კოლტრეინს. ერთ დღეს გადაწყვეტს, სახლიდან გაიქცეს, რათა თავი დააღწიოს მამას, რომელმაც ბავშვობაში უწინასწარმეტყველა, მე მომკლავ, დედასთან და დასთან კი სქესობრივ კავშირს დაამყარებო. კუნძულ სიკოკუზე გადახვეწილი მოზარდი ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას, პარალელურად კი იმავე კუნძულისაკენ ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ბატონი ნაკატა მიემართება. ყოფითი დეტალებით აღსავსე ამ ნაწარმოებში პერსონაჟების ბედზე დიდ გავლენას ახდენენ გასაოცარი ძალები და… კატებიჰარუკი მურაკამი – კაფკა პლაჟზე გადმოწერა კორტ ვონეგუტი – დროის რღვევა“დროის რღვევა” პოპულარული ამერიკელი მწერლის, კურტ ვონეგუტ უმცროსის ერთ ერთი უკანასკნელი ნაწარმოებია, რომელიც 1997 წელს დაწერა. ეს არის ავტორის ერთგვარი მცდელობა თავი მოუყაროს, გააანალიზოს და ერთგულ მკითხველს თავისებური დასკვნის სახით წარმოუდგინოს წლების მანძილზე ნაფიქრი და განცდილი. გადმოწერა - კორტ ვონეგუტი – დროის რღვევაფიოდორ დოსტოევსკი – იდიოტითეოდორ დოსტოევსკი ის ავტორია, რომელის გარეშეც არ არსებობს მსოფლიო ლიტერატურა, მისი წიგნები ნათარგმნია 170 ზე მეტ ენაზე, გაყიდულია 15 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი, მისმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა ისეთი განსხვავებული ჟანრის მწერლებზე როგორებიც იყვნენ ანტონ ჩეხოვითა თუ ჯეიმზ ჯოისით, ერნესტ ჰემინგუეი თუ ჟან-პოლ სარტრი… გადმოწერა - ფიოდორ დოსტოევსკი – იდიოტიფრანც კაფკა – გარდასახვაფრანც კაფკას საყოველთაოდ აღიარებული მცირე შედევრი. მოთხრობის მთავარი გმირი, გრეგორ ზამზა ერთ დილასაც გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ, ამაზრზენ მწერად ქცეულა. თავისთავად, ასეთი ხვედრი შესაშური არაა, მაგრამ ზამზასთვის უფრო მტანჯველი აღმოჩნდება დანაშაულის გრძნობა, რომ ასეთი მეტამორფოზის შემდეგ ოჯახის რჩენა აღარ შეუძლია. გადმოწერა - ფრანც კაფკა – გარდასახვაჰენრი მილერი – კირჩხიბის ტროპიკი„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია. წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა. გადმოწერა- ჰენრი მილერი – კირჩხიბის ტროპიკიფრედერიც ბრეგბედერი – 99 ფრანკითანამედროვე ფრანგული ლიტერატურის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის რომანი – „99 ფრანკი ანუ 14, 99 ევრო“. გადმოწერა - ფრედერიც ბრეგბედერი – 99 ფრანკიუილიამ სომერსეტ მოემი – წვიმა1930-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული მწერალი უილიამ სომერსეტ მოემი, 1874 წელს დაიბადა პარიზში. ბავშვობაში მოემი მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდა, ინგლისური კი მხოლოდ მას მერე შეისწავლა, რაც 11 წლის ასაკში დაობლდა და ნათესავებთან გაამწესეს კენტის საგრაფოში. ინგლისში ჩასვლისთანავე ჭარბი ემოციებისგან მოემმა ენის ბორძიკი დაიწყო და მას მერე მთელი ცხოვრება ენაბლუობა თან სდევდა. უილიამი კენტერბერის სამეფო სკოლაში მიაბარეს სასწავლებლად. შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში დაეუფლა ლიტერატურასა და ფილოსოფიას. სწორედ იქ დაწერა თავისი პირველი ნაწარმოები – გერმანელი კომპოზიტორის მეერბერის ბიოგრაფია. თუმცა პირველი ნაწერი გამომცემელმა დაიწუნა და მოემმა ხელნაწერი დაწვა. პირველი წარმატება მოუტანა პიესამ „ლედი ფრედერიკი“, რომელიც 1907 წელს გამოაქვეყნა. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის დაზვერვის აგენტის რანგში რუსეთშიც გაგზავნეს. დაზვერვაში მუშაობის პერიოდი აისახა მისი 14 მოთხრობისგან შემდგარ კრებულში „ეშენდენი, ანუ ბრიტანელი აგენტი“. ომის შემდეგ წარმატებული დრამატურგიული პერიოდი ჰქონდა, დაწერა პიესები. დიდი წარმატებით სარგებლობდა მისი რომანები. 1919 წელს ახალი შთაბეჭდილებების საძიებლად ჩინეთში გაემგზავრა, მოგვიანებით კი – მალაიზიაში. ამ ემოციებმა მოთხრობების კიდევ ორ კრებულს ჩაუყარა საფუძველი. გადმოწერა - უილიამ სომერსეტ მოემი – წვიმა190 შეფასება არ არის
|