ვინ არის მილიარდელი დორონინი? ნაომი ქემბელის ახალი გატაცება.
რუსი მილიარდელი დორონინის პირად ცხოვრებაზე არცთუ ისე ბევრი რამაა ცნობილი, ნაომი ქემბელის გამოჩენამდე მას 20 წლის განმავლობაში ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი .
მოდელთან შეხვედრის შემდეგ კი ქორწინება გაყრით დაასრულა, რომელიც დორონინს 10 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამჟამად მისი მეუღლე ეკატერინე და ქალიშვილი ლონდონში ცხოვრობენ .
ასევე ცნობილია მისი კავშირი შვედ მოდელთან კარენ შონბახლერთან, რომელიც 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა დორონინს ოჯახის დანგრევა არც კი უფიქრია .
ნაომისთან შეხვედრამდე რუსი მილიარდელი არ გამოირჩეოდა არც ხელგაშლილობით და არც რომანტიზმით .
ნაომისთან პირველი შეხვედრა ბრაზილიაში მოხდა, ჟურნალ "ვოგის" წვეულებაზე, რომანი კი მოგვიანებით დაიწყო კანში კინოფესტივალის მიმდინარეობისას . დორონინმა 600 ათასი დოლარი გადაუხადა ცნობილ იუველირს ჰარი უინსტონს ნაომისათვის განკუთვნილ ბრილიანტის ყელსაბამში, ხოლო მაიმი ბიჩზე მდიდრული ვილა ნაომისათვის 16 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ნაომის მძიმე და ექსცენტრული ხასიათი მთელი საზოგადოებისათვის ცნობილია, თუმცა დორონინისათვის ამას ხელი არ შეუშლია ნაომისთან დაქორწინების გადაწყვეტილება მიეღო . ქორწილის თარიღი ჯერ უცნობია...