x
მეტი
  • 25.07.2024
  • სტატია:136169
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510412
"კო-ვოშინგი" -ანუ თმების დაბანა კონდიციონერით
თმების მოვლის ახალი მეთოდი რამდენიმე წლის წინ ამერიკაში გაჩნდა და თანდათან მსოფლიოს მოედო. ღირს თუ არა თავის დაბანა მხოლოდ კონდიციონერით, შამპუნის გარეშე?

image

"კო-ვოშინგი"-conditioner washing ანუ თმის დაბანა კონდიციონერით, თავდაპირველად აფრიკული წარმოშობის გოგონებისთვის შეიმუშავეს, რადგან მათ ურჩი, ძნელად დასამორჩილებელი თმები აქვთ, ამასთან მნიშვნელობა არ აქვს თმების სიმშრალეს ან ცხიმიანობას. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ყოველ დილით "ბრძოლა" თმებთან, შემოთავაზებული იქნა თმის დაბანის მეთოდი შამპუნის გარეშე.


თმები და თავის კანი მხოლოდ კონდიციონერის მეშვეობით სუფთავდება, ამასთან მნიშვნელობა არ აქვს კონდიციონერის ფასს. მთავარია, მის შემადგენლობაში არ იყოს სილიკონი და მის საფუძველზე დამზადებული ინგრედიენტები. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ თმა უფრო მორჩილი და ნაკლებად აფუებული გახდება.


სანამ ახალი მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტთ, კარგად უნდა შეისწავლოთ თმის დაბანის ტექნიკა.

პირველ რიგში თმა კარგად უნდა დაასველოთ-შხაპის ქვეშ მეტი ხნით გაჩერდით, დაისხით ხელისგულზე კონდიციონერი და დაიწყეთ თმის კანის მასაჟი, ნელ-ნელა უფრო მეტი ფართობი მოიცავით. მნიშვნელოვანია, რომ მასაჟი დიდხანს გაგრძელდეს, ახლოს იქონიეთ საათი ან თავად დათვალეთ დრო-არანაკლებ ხუთი წუთი. კონდიციონერის ნაწილი გაანაწილეთ თმის სიგრძეზე. სანამ შხაპის ქვეშ იქნებით, სველი თმები უნდა გისხლტებოდეთ ხელიდან. თუ ასე არ არის, დაამატეთ კონდიციონერი.
კონდიციონერი ჩამოიბანეთ კარგად და გულდასმით, არ დაიტოვოთ თმებზე.

ამის შემდეგ თმაზე გადაისვით ან მკვებავი ნიღაბი ან ბალზამ-კონდიციონერი, რომელიც თმების საჭიროების მიხედვით აარჩიეთ და საკმარისი რაოდენობით გადაისვით.

image

აღნიშნულ მეთოდზე შეგიძლიათ გადახვიდეთ სრულად ან ის ჩაანაცვლოთ შამპუნით დაბანას.

მეთოდის მომხრეები ამტკიცებენ, რომ "კო-ვოშინგის" შემდეგ თმები აბრეშუმივით რბილი და დამყოლი ხდება. მათი დაბანა უფრო იშვიათად დაგჭირდებათ, ისინი აღარ გაფუვდება და მოცულობას მიიღებს.

მეთოდი გამოსადეგია როგორც მშრალი და მგრძნობიარე, ასევე ცხიმიანი თავის კანის მქონე ადამიანებისთვის, ხშირი შეღებვით დაზიანებული თმებისთვის.

სტილისტები და თმის სპეციალისტები იშვიათად აკეთებენ კომენტარს მეთოდთან დაკავშირებით, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა და დადებითი გამოხმაურებები თანდათან იზრდება. კოსმეტიკურმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს სპეციალური cleansing conditioner-გამწმენდი კონდიციონერების გამოშვება, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია საფუძვლიანი დაბანისთვის. მაგ. ფირმა L’Oreal გამოუშვა პროდუქცია სახელწოდებით L’Oreal Professionnel EverCreme Cleansing Conditioner.

image

0
877
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
877
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0