x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქურთუკი და ჩექმები: ნახეთ, კიდევ რას მალავდა სტალინი თავის კარადაში

image


სტალინი არასოდეს გამოირჩეოდა ელეგანტური ჩაცმულობით. მისი სამოსი ყოველთვის იყო - უბრალო, გასაგები და ცოტა ასკეტური. აი, ასეა აღწერენ "ერის მამის" გარდერობს: "ის უმეტესწილად შედგებოდა სამხედრო და ნახევრადსამხედრო პიჯაკებისგან, გვერდებზე ზოლიანი და სადა ფერის შარვლებისგან, ერთი - ორი წყვილი ჩექმისგან, ფეხსაცმლისგან, თექის ჩექმებისგან და ჩუსტებისგან, ასევე რამდენიმე ხელი აუცილებელი ზედატანისგან". ომის დაწყებამდე სტალინი მუდამ ატარედა "ფრენჩს" (ქურთუკი) ზემოდან დაკერებული ჯიბეებითა და დაწეული საყელოთი, ფართო შარვალს და ე.წ "შევრონის" ჩექმებს, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებისას "ფრენჩს" ის ყოველთვის სელის თეთრი პიჯაკით ანაცვლებდა. საბჭოთა კავშირის მარშალის წოდების მინიჭების შემდეგ, ლიდერმა სამხედრო ფორმის ტარება დაიწყო.


image


მას შემდეგ რაც, ომის დასრულების შემდეგ სტალინს გენერალისიმუსის წოდება მიენიჭა, მისთვის სპეციალურად საზეიმო ფორმის სამოსი შეიქმნა, რომელსაც მისი მხრიდან საკმაოდ ნეგატიური შეფესება მოჰყვა: "ისინი მეტისმეტად პომპეზურია და არ შეესაბამება დღევანდელობის მოთხოვნებს“, ხოლო ერთ - ერთმა მათგანმა ის წყობიდან საერთოდ გამოიყვანა: "მე რა თქვენი, მასხარა ვარ?", და ზოგადად, იოსებ ბესარიონის ძე ნივთებს რთულად ელეოდა, მაგალითად, სამოსს ის მანამდე არ აგდებდა, სანამ მისი ტარება პრაქტიკულად შეუძლებელი არ გახდებოდა.


imageimageimageimageimageimageimage













0
210
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
210