x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511363
მეოცე საუკუნის სტილის შემქმნელი-სოფი ლორენი
სოფი ლორენმა ანუ სოფია შიკოლონემ, გოგონამ ღარიბი ოჯახიდან, რომელიც გაიზარდა მეთევზეთა ქალაქში ნეაპოლის მახლობლად- სწორი გზა აირჩია წარმატების და პოპულარობის მისაღწევად-

სოფია მონაწილეობას იღებდა სილამაზის კონკურსებში. მან კარგად იცოდა, რომ გარეგნობაში უზარმაზარ პოტენციალი იმალებოდა, რასაც მოხერხებულად იყენებდა კიდეც.

image

"არაფერი არ ხდის ქალს უფრო ლამაზს, ვიდრე საკუთარ სილამაზეში თავდაჯერებულობა"-დაწერს მოგვიანებით ლორენი საკუთარ ავტობიოგრაფიაში. წიგნში კიდევ ბევრი რამ იქნება: სილამაზის საიდუმლო (ზეითუნის აბაზანებიდან დაწყებული სპაგეტით დამთავრებული) და სტილის და მაკიაჟის გაკვეთილები.. თუმცა სოფი ლორენის მთავარი შემქნელი მისი მეუღლე კარლო პონტი გახლდათ.


image

კარლო პონტი რჩეულზე 22 წლით უფროსი გახლდათ, სოფის გაცნობის შემდეგ კარლომ მაშინვე დაიწყო მისი სწორ გზაზე დაყენება, ასწავლა მას სწორად სიარული. რისთვისაც კარლომ კედლის ორ მხარეს დადგა უჯრებგამოღებული ტუმბოები, და აიძულებდა სოფის ისე გაევლო მათ შორის, რომ თეძოს ერთი მოძრაობით მიეხურა უჯრები. სოფი მორჩილად ასრულებდა მის გაკვეთილებს და შედეგად ისწავლა სიარული, რომლის დანახვისას, მამაკაცებს თავბრუ ეხვეოდათ.

image

კარლო პონტი სკანდალებს მართავდა პროდუსერებთან, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ სოფის გახდომას და მის ცხვირის ფორმის შეცვლას. "ის თავად სრულყოფილებაა, საუკეთესო ქალი, რომელიც შესაძლებელი იყო დაბადებულიყო იტალიის მიწაზე"-ამბობდა კარლო, და მილიონობით თაყვანისმცემელმა, რომელიც სოფის ეკრანებზე გამოსვლისთანავე გაუჩნდა, ეს დაადასტურა.

image

მათ ერთად მთელი ცხოვრება განვლეს. "კარლო ერთადერთი მამაკაცია, რომელიც ოდესმე მიყვარდა, სხვა მე არავინ მჭირდება-განაცხადა სოფი ლორენმა 2007 წელს, როცა კარლო პონტი გარდაიცვალა.

image
image
image

ამჟამად სოფი ლორენი 78 წლის გახლავთ და ერთ-ერთი ის ქალბატონია, რომელიც საპატიო ასაკშიც იზიდავს აღტაცებულ მზერას. საუკეთესოდ მოვლილი კანი, იდეალური ვარცხნილობა, წლობით გამოცდილი გარდერობი შესაძლებლობას აძლევს სოფის შეინარჩუნოს ლამაზი იტალიელის ტიტული.

image
მართალია მის უკან რიგში დგანან ლამაზმანები, რომლებსაც სურთ სოფის სილამაზის დაჩრდილვა, მაგრამ ნებისმიერი მიბაძვა მართალია აღტაცებას იწვევს, თუმცა ყოველთვის მითითებულია პირველწყარო-შეუდარებელი სოფი ლორენი.

მონიკა ბელუჩი, იზაბელა ფონტანა, ადრიანა ლიამ, კელი ბრუკი და სხვა თანამედროვე ლამაზმანები ქედს იხრიან სოფი ლორენის უზადო სტილის, მისი იდეალური სილამაზის წინაშე, ქალბატონის, რომელიც მე-20 საუკუნის სტილის ხატებად იქცა.

image

სოფი ლორენის იერსახის გამეორება კი შეგიძლიათ სოფის მთავარი რჩევის გათვალისწინებით:

ნებისმიერი, თუნდაც ულამაზო ქალი საკუთარი თავის რეგულარული მოვლით შესაძლოა გახდეს მშვენიერი, ხოლო ნებისმიერმა ლამაზმანმა წლების განმავლობაში შესაძლოა დაკარგოს სილამაზე მოუვლელობის გამო.

რეგულარული მოვლის გარდა არ დაივიწყოთ ჯანსაღი ძილი: სოფი ლორენი იშვითად წვება დასაძინებლად საღამოს 9 საათის შემდეგ და გულდასმით ადევნებს თვალყურს, რომ ოთახის ტემპერატურა 20 გრადუსს არ აღემატებოდეს.

მაკიაჟის გაკეთებისას აქცენტი გააკეთეთ თვალებზე. გამოიყენეთ სახის ბუნებრივი ტონის ვარდისფერი ფერ-უმარილი, მსუბუქი ელფერის პომადა(სიპრიალის გარეშე), თვალები კი გამოკვეთეთ მუქი ჩრდილებით და ისრებით.

თმა კარგად მოვლილი და ჯანსაღი უნდა იყოს:"ვარცხნილობა გავლენას ახდენს დღის განვითარებაზე და შედეგად მთელ ცხოვრებაზე-ხშირად იმეორებს სოფი ლორენი. მისი თმების ბრწყინვალებას განაპირობებს ოდნავ გამთბარი ზეითუნის ზეთის ნიღაბი.









0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0