x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138984
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ვინ ახდენს ქართველი ხალხის პოლარიზებას?

imageამ ბოლო პერიოდში აშკარად შეინიშნება ქართველი ხალხის ორ ბანაკად გაყოფის ტენდეცია, რომელმაც უკვე სახიფათო ზღვარს მიაღწია.რა მოგვიტანა წარსულში ამგვარმა პოლარიზებამ მე მგონი ბევრს კარგად გვახსოვს.უბედურება ის არის, რომ პირველ რიგში ამ ტენდეციის ხელისშემწყობი ქართული საინფორმაციო საშუალებები გახლავთ. ძირითადად ტელევიზიები.ავიღოთ ჯერ ე.წ. სახელისუფლებო არხები.ბინძური და უნიჭოდ დადგმული ფალსიფიცირებული სიუჟეტები კიდევ უფრო აღრმავებს უფსკულს და გაღიზიანებას იწვევს ოპოზიციის მომხრეებში.ან ის სულელური ანტირეკლამა რომ გადის "ქართულ ოცნებაზე".ამ ვიდეორგოლის შემქმნელები "დათვურ" სამსახურს პირველ რიგში ხელისუფლებას უწევენ. "გსურთ საბჭოთა წარსულში დაბრუნება?"-რიტორიკულ კითხვას სვამენ ვიდეორგოლის ავტორები-ანუ უშუქობა, უგაზობა, ყაჩაღობა ა.შ.და აჩვენებენ 90-იანი წლების შავბნელ კადრებს.არაა ბატონო ეგ საბჭოთა წარსული!!! მაგ დროს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა.ხოლო რაც შეეხება საბჭოთა დროს, შუქიც იყო, გაზიც, ცხელი წყალიც და ცენტრალური გათბობაც, რომელიც საშვილიშვილოდ მოშალეს.(თუმცა გიგა ნასარიძესთანა უნიჭო ადამიანისგან, სხვას რას უნდა ელოდო.) ახლა ოპოზიციურად განწყობილ არხებზე გადავიდეთ.ამ არხების ტენდეცია ასეთია: ყველგან და ყველაფერში კრიტიკა.რაც არ უნდა, თუნდაც მართლაც რაიმე ღირებული გააკეთოს ხელისუფლებამ, მათ ტონში მაინც ირონია იგრძნობა.ისეთი შთაბეჭდილება რჩება და მე მგონი ასეცაა, უხარიათ რაიმე ცუდი თუ მოხდება ქვეყანაში. როგორ შეიძლება ერთ-ერთი ოპოზიციური არხის კორესპონდენტი გაცოფებული დარბოდეს და არკვევდეს "დაიღუპა თუ არა მშენებლობაზე მუშა?".სულ ახლახან ლაფანყურში მომხდარ სპეცოპერაციასაც ცდილობენ ათასგვარი კუდები გამოაბან.დაღუპულებს მაინც ეცით პატივი.ისე გიგა ნასარიძისთანა უნიჭო "პიარშიკი" ოპოზიციასაც ჰყავს. შალვა რამიშვილი.-თავის უნიჭო მულტსერიალით-"ბანანის რესპუბლიკა".(ისე ან ერთმა მხარემ, ან მეორემ, პიარისთვის ამათზე ნორმალური ვერავინ იპოვა?) და ბოლოს; არ შემიძლია არ ავღნიშნო საზოგადოებრივი ტელევიზიის აშკარად გაწონასწორებული ტენდეცია, სხვა არხებიც რომ ასე იქცეოდნენ, ბევრად უფრო კარგი მდგომარეობა იქნებოდა.

0
57
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0