ფოტოგრაფია ბატონო სამოელ! ჩვენ გვინდა დედა თავმოკვეთილი იყოს და მისი თავი ჩემმა ძმამ ხელში დაიჭიროს! 2021, 4 თებერვალი, 21:47 დღეს ძალიან მოდური გახდა ფოტოშოპი, რომლითაც შეგიძლია ბრედ პიტის ან მონიკა ბელუჩის წვეულებაზე "აღმოჩნდე" საპატიო სტუმართა შორის. არსებობენ სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც სახეს წმენდენ, ფურუნკულებს აშორებენ, გამხდარს ან პირიქით სავსეს გამოგაჩნენ. და ეს ყველაფერი კომპიუტერული ტექნოლოგიების დამსახურება გვგონია. თუმცა გაცილებით ადრე, ვიდრე კომპიუტერზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, ფოტოგრაფები უკვე აკეთებდნენ ფოტომონტაჟს ისე, რომ რეალურს ემსგავსებოდა. 1878 წელს ბრიტანელმა ფოტოგრაფმა სემუელ კეი ბალბირნიმ გაზეთში Brighton Daily News განათავსა განცხადება, რომლის შემდეგაც ის ცნობილი გახდა და ფოტომანიპულაციის მთელი ჟანრი შექმნა. "სულების ფოტოგრაფია: ქალბატონებო და ბატონებო გოტოებზე თქვენ იფრენთ ჰაერში მაგიდების, სკამებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების კომპანიაში! უთავო ფოტოგრაფია: ქალბატონებო და ბატონები, ფოტოებზე თქვენ ხელში დაიჭეტ საკუთარ თავებს! ჯუჯებისა და გიგანტების ფოტოები - ეს ნამდვილად სასაცილოა!" და მართლაც, უამრავი მსურველი გამოჩნდა, რომელთაც სურდათ ასეთი არანორმალური ფოტოები ჰქონოდათ. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენიმემ, ვინც ასეთი ფოტოები გადაიღო, სიცოცხლე ნამდვიოლად თავის მოკვეთით დაასრულა.... ფრთხილად ფოტოებთან! ისინი გარკვეულ კოდურ ინფორმაციას ატარებენ. ამიტომ, ფოტოშოფის გაკეთებისას იფიქრეთ იმაზე, როგორი გინდათ იყოს თქვენი ცხოვრება და არა საკუთარი თავების გაბერბასა და დამახინჯებაზე იმისთვის, რომ მნახველი კარგ ხასიათზე მოიყვანოთ! 753 2-ს მოსწონს
|