სხვა მადონას ქალიშვილი ისე იქცეოდა სანაპიროზე,რომ ნებისმიერ დედას შერცხვებოდა 2021, 4 თებერვალი, 12:19 გოგონამ საკუთარ თავს უფლება მისცა ესარგებლა სრული თავისუფლებით, ისე, რომ გარშემომყოფებს ყურადღებასაც არ აქცევდა. მადონას 24 წლის ქალიშვილმა ლურდეს ლეონმა ცხელი არდადეგები გაატარა მექსიკაში, კერძოდ აცტეკების სამშობლოში თავის მეგობარ ჯონათან პულიასთან ერთად. მოდელს სიამოვნებდა ზღვა, მზე და საყვარელთან ურთიერთობა, რომლის წინაშეც ის საკმაოდ ვნებამორეული გრძნობების დამალავას არც ცდილობა. გოგონას ეცვა მინიბიკინი, რომელიც ძლივს მალავდა ყველაზე პიკანტურ ადგილებს. მისი სანახაობრივი ნაწილი წელის ქვემოთ პაპარაცების კამერის სამიზნე გახდა. მადონას მემკვიდრე არც ჩაცმულობას და არც გრძნობების დემონსტრირებას არ ერიდებოდა. წყვილი ვნებიანად ეხუტებოდა ერთმანეთს, ჯონათან პულიას არც შეეძლო თავის საყვარელს მოშორებოდა. ლურდეს ლეონი მადონას უფროსი ქალიშვილია, რომელიც მომღერალმა კუბელი ფიტნეს მწვრთნელის კარლოს ლეონისგან გააჩინა. გოგონა ცნობილი დედის კვალს გაჰყვა და მისი ცხოვრება ხელოვნებას და შემოქმედებას დაუკავშირა. ასევე, ვარსკვლავის მემკვიდრე სამოდელო ბიზნესით არის დაკავებული. ინსაიდერების ინფორმაციით, "პოპის დედოფალი" მკაცრად არის დაინტერესებული ქალიშვილის ურთიერთობით და მუდმივად რეკავს და ეკითხება, თუ როგორ მიდის წყვილის ურთიერთობა. მომღერალი ორმაგი პაემნის მოწყობასაც კი შეეცადა, სადაც ის აპირებდა თავის 26 წლის ბოიფრენდთან- ახლამალიკ უილიამსთან ერთად მისვლას. 2173 4-ს მოსწონს
|