სხვა როგორ ვუმკურნალოთ ფეხებს შორის გამოყელვას? 2021, 4 თებერვალი, 10:01 ფეხებს შორის გამოყელვა ბევრი თქვენგანისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. მიზეზი გაოფლიანება ან ისეთი ბარძაყებია, რომლებიც სიარულისას ერთმანეთს ეხახუნება, ხახუნის შედეგად კი კანი ღიზიანდება და იწვება, რასაც თან ახლავს საშინელი ტკივილი და გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. გარდა ტკივილისა კი, დალაქული კანი ფეხებს შორის, საკმაოდ არაესთეტიკურად გამოიყურება. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად?
როგორ ვუმკურნალოთ ფეხებს შორის გამოყელვასპრობლემის თავიდან აცილებისა და მასთან გამკლავების რამდენიმე მარტივი გზა არსებობს, დღევანდელ სტატიაში კი განვიხილავთ ოთხ მარტივ ხერხს. 1. მკურნალობა სწორი ტანსაცმლის შერჩევით. თუ ბევრი სასიარულო გაქვთ ფეხით, ან სავარჯიშოდ მიდიხართ, აუცილებლად ჩაიცვით შარვალი ან სპორტული შორტები კომპრესიული ეფექტით, რომელიც ბარძაყებს ფარავს, რაც ხელს შეუწყობს გადაადგილებისას ბარძაყების ხახუნისას კანის კანთან პირდაპირი კონტაქტი აგარიდოთ თავიდან. ბუნებრივია, ასე კანი აღარ დაიწვება. 2. გამოიყენეთ ბავშვის პუდრი. ვინაიდან პრობლემა უფრო ზაფხულსა და გაზახფულზე მძვინვარებს, ხშირად მიიღეთ შხაპი და ბარძაყები დაიმუშავეთ ბავშვის პუდრით. თქვენი კანი უფრო გლუვი გახდება და შესაბამისად, ხახუნისას კანის დაწვას აიცილებთ თავიდან. 3. გამოიყენეთ დეოდორანტი. გამოყელვის პრობლემის თავიდან აცილების კიდევ ერთი მარტივი გზა დეოდორანტის გამოყენებაა. მიზეზი მარტივია, ის ასრულებს საპოხის როლს და შესაბამისად კანის კანზე ხახუნი მცირდება. ასევე, ის აკონტროლებს ოფლის გამოყოფას, რაც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ამ პრობლემის. ამიტომ, პუტკუნა გოგონებმა ის მუდმივად უნდა გამოიყენონ. 4. გამოიყენეთ ბაზის ზეთები. რჩევაა, რომ ბაზის ზეთები შეიტანოთ თავის მოვლის ყოველდღიურ პროცედურებში. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეითუნის ზეთი, შიის ზეთი, ნუშის ზეთი, თუმცა ამ პრობლემისას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ქოქოსის ზეთია. ის არბილებს კანს, სწრაფად შეიწოვება მის მიერ და შეუძლია გააქროს გამოყელვის კვალი. 465 5-ს მოსწონს
|