შოუბიზნესი ცნობილებს ამ ფოტოების არსებობის დავიწყება სურთ 2021, 4 თებერვალი, 10:01 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ალბათ ყველა თქვენგანს აქვს ერთი ისეთი ფოტო, რომლის არსებობის დავიწყებაც სურს. ჰოდა, არც ვარსკვლავები არიან გამონაკლისები და თუ ჩვენ მსგავს შემთხვევაში უბრალოდ წაშლის ღილაკით ვაგვარებთ პრობლემას, მაგრამ ვარსკვლავების შემთხვევაში ეს ასე მარტივი სულაც არ არის. დღევანდელი კრებული, რომლებზეც ვარსკვლავური ფიასკოა გამოსახული და რომელთა დავიწყებაც მათ სურთ, მსოფლიოს მოედო და წაშლა და დავიწყება, უკვე გვიანია. ფოტოები, რომლებსაც ვარსკვლავები სიამოვნებით დაივიწყებდნენ1. ბიონსე. 2. კიმ კარდაშიანი. 3. მილა კუნისი. 4. კეტი პერი. 5. ჯენიფერ ლოპესი. 6. ემა უოთსონი. 7. ლინდსი ლოჰანი. 8. რიჰანა. 9. მეგან ფოქსი. 10. ქლოე კარდაშიანი. 11. ბრითნი სპირსი. 12. კეტრინ ჰეიგლი. 13. ჰიუ ჯეკმანი. 14. ჯორჯ ქლუნი. იხილეთ აგრეთვე: ვარსკვლავური ფიასკო - გასაპარსი ფეხები, გამოსველებული უბე და იღლია და სხვა შემთხვევები 765 4-ს მოსწონს
|