x
არის თუ არა საერთო ეიფელის კოშკსა და ცემის ხიდს შორის?

ყველა თქვენგანს გაუგია, ან უნახავს გრანდიოზული ეიფელის კოშკი, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის რა საერთოა ეიფელის კოშკსა და ცემის ხიდს შორის.

ცემის ხიდი მდინარე ცემისწყალზე, ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალ სარკინიგზო მონაკვეთზე მდებარეობს. ცემის ხიდი

როგორც ირკვევა ხიდი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ ინჟინერსა და ხიდების მშენებელს პარიზში დადგმული, ცნობილი "ეიფელის კოშკის" ავტორს გიუსტავ ეიფელს.

ცემის ხიდი

ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო მდინარე ცემისწყალზე . ადგილზე ხიდის მონტაჟი განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. 1902 წელს რკინიგზის ხაზით ბორჯომ-ბაკურიანი, პირველმა "კუკუშკა" მატარებელმა გაირა, რომელიც დღესაც ემსახურება ტურისტებსა და დამსვენებლებს.

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:თენგიზ ლაცაბიძე
თენგიზ ლაცაბიძე
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0