მოგზაურობა მსოფლიოში ყველაზე საშინელი 5 გზა 2012, 30 აგვისტო, 0:28 ბევრი მძღოლის გაუთავებელი წუწუნის თემას წარმოადგენს საცობები, ამოტეხილი ასფალტის საფარი და სხვა გაუმართაობები სავალ ნაწილზე. მართალია ეს ყველაფერი არასასიამოვნო რამ არის, მაგრამ მძღოლების უმეტესობას არც კი უნახია ნამდვილად საშინელი გზა და ვერც კი წარმოუდგენია რამდენად გაუმართლა. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ცუდი გზების ხუთეულს.
1)"სიკვდილის გზა" ბოლივიაში (The North Yungas Road), ეს სახელი შემთხვევით არ მიუღია. ზღვის დონიდან 3600 მეტრდან 330 მეტრამდე დაშვება სრიალა და ტალახიანი გზით გიწევთ, რომელიც ზოგიერთ ადგილას იმდენად ვიწროა, რომ ძლივს ჰყოფნის ერთ ავტომობილს. მუდმივი ნისლი ზღუდავს ხილვადობის არეს რამდენიმე მეტრამდე.
2)ამდენადვე საშიშია მსოფლიოში ყველაზე გრძელი პანამარიის მაგისტრალის (48000 კმ) ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელიც კოსტა-რიკაზე გადის.
3)მსოფლიოში ყველაზე ტალახიან გზად წოდებული "მაგისტრალი" რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური ტრასა M56 "ლენაა". მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილი საშინელებაა იაკუტსკამდე ავტომობილით მიღწევის სხვა შანსი არ არსებობს.
4)ტრასა Cotopaxi Volcan road- 25 მილის სიგრძის გრუნტის გზა პანამარიის მაგისტრალიდან ნაციონალურ პარკ "კოტოპახის ვულკანამდე". მძღოლები მცირე სტაჟით და ძველი ავტომობილებით მიეშურებიან მკვეთრი მოსახვევების დასაპყრობად. ამას თუ დავუმატებთ გზის სავალალო მდგომარეობას, ხშირ ქვათაცვენას და ზვავებს გასაგებია თუ რატომაა ეს გზა ერთ-ერთი ყველაზე საშიში. 5)ნამდვილად დამაფრთხობელი დაშვება Patiopoulo-Perdikaki-ზე. ეს ტრასა საბერძნეთში მდებარეობს. გარდა მკვეთრმოსახვევებიანი ტრასისა, რომელიც თითქოს კომპიუტერული თამაშიდან გამოვიდა, მძღოლს გზაზე ხვდება სრიალა ქვიშა, ამოტეხილი ასფალტი და მსხვილფეხა პირუტყვი, რომელიც არღვევს მოძრაობის წესებს და გზას გადადის სადაც მოესურვება. 495 2-ს მოსწონს
|