სიახლეები ცოფის გავრცელების პირველწყარო ტურა გახდა 2021, 3 თებერვალი, 13:36 ქობულეთში ცოფის ეპიდემიაა, სოფელ ჯიხანჯურში ორ თვიანი კარანტინი დაწესდა. კარანტინი არ გულისხმობს ადამიანების გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივ მოსახლეობას შინაური ცხოველების ქუჩაში გაშვების უფლება არ აქვს. აკრძალულია ხორცისა და რძის პროდუქტის რეალიზაცია. "ადმინისტრაციული აქტი გულისხმობს საკარანტინე ღონისძიებების დაწესებას მხოლოდ ერთ სოფელში, რაც გულისხმობს საკარანტინე რეჟიმის მოხსნამდე ქუჩაში შინაური ცხოველების გამოყვანის, ვაჭრობის, სანადიროდ შინაური ცხოველების წაყვანის აკრძალვას" – ამბობს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ადგილობრივები ამბობენ, რომ ცოფის გავრცელების პირველწყარო ტურა გახდა, რომლის ნაკბენმა სამი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იმსხვერპლა. 25 შეფასება არ არის
|