ფოტოგრაფია ავტოპორტრეტები დეპრესიასთან გასამკლავებლად 2021, 1 თებერვალი, 13:28 ფელისია სიმიონი, 26 წლის ფოტოგრაფი და ვიზუალური მხატვარი რუმინეთიდან. არტისტის ურთიერთობა დეპრესიასთან თითქმის ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ფოტოგრაფიასთან. თინეიჯერულ ასაკში დაფესვიანებული "შავი ძაღლი" მასთან გაფრთხილების გარეშე მივიდა და განაგრძო განვითარება მთელი ახალგაზრდობის განმავლობაში. უკანასკნელი ფორმა მიიღო მშობიარობის შემდგომი დეპრესიისას, რომელიც ქალიშვილის გაჩენისთანავე დაიწყო. მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში, იღებდა ავტოპორტრეტებს რაც ეხმარებოდა თვითშეფასების და თვითშეყვარების უკანასკნელი კვალის შენახვასა და ამაღლებაში. დაიწყო ექსპერიმენტები სხვადასხვა რეკვიზიტებზე, შთაგონების პოვნა ბუნებაში, ასტრონომიასა და საკუთარ კულტურაში. ყოველთვის, როდესაც დეპრესიის ეპიზოდები უფრო და უფრო ძლიერდებოდა, გოგონა მათ ფოტოგრაფიით ეწინააღმდეგებოდა. როდესაც COVID– ის გამო მოხდა ლოქდაუნი, ხელოვანი განაგრძობდა შექმნას ავტოპორტრეტებისა ფსიქიური სიბრაზის გადასალახად. "ჩემთვის ხელოვნება სამაშველო საშუალებაა " -აცხადებს ფელისია. 33 1-ს მოსწონს
|