სხვა პოპულარული საკვები პროდუქტები, რომლებიც შემთხვევით გამოიგონეს 2021, 1 თებერვალი, 12:53 შოკოლადის ორცხობილა ერთ-ერთი ამბავი მოგვითხრობს, რომ რუთ უეიკფილდი თავის სტუმრებს შოკოლადის ნამცხვრებს უცხობდა, ამიტომ მან გადაწყვიტა დაემტვრია ნესტლეს შოკოლადის ფილა, თავისი ფხვიერი ნამხვრისათვის. რამდენიმე სამზარეულოს ექსპერიმენტების შემდეგ, იგი ცოტა იმედგაცრუებული იყო, რადგან შოკოლადის ნაჭრები მხოლოდ ოდნავ დნება და კვლავ ინარჩუნებდა ფორმას. თუმცა, სტუმრებს ისინი ძალიან მოეწონათ. მისი რეცეპტი ბოსტონის გაზეთში მოხვდა, რამაც გაზრდა Nestle– ს შოკოლადის ფილაზე გაყიდვები. მოგვიანებით კომპანიამ მიანიჭა რუთს შოკოლადის მთელი ცხოვრების განმავლობაში უფასოდ მიწოდების უფლება, როგორც ჯილდო საკუთარი შოკოლადის პოპულარიზაციისთვის. ყავა როგორც ამბობენ, ყავა ეთიოპიიდან გავრცელდა, საუკუნოვანი ლეგენდა ამბობს, რომ თხის მწყემსმა, სახელად კალდიმ, შენიშნა, რომ მისი თხა ძალიან ენერგიული ხდებოდა და ღამით არ იძინებდა ამ ხის განსაკუთრებული კენკრის ჭამის შემდეგ. ამის შესახებ მან ადგილობრივ მონასტერს შეატყობინა და მალე ყველამ დალია ეს მასტიმულირებელი სასმელი, რომელიც მათ ეხმარებოდათ ხანგრძლივი საღამოს ლოცვების დროს. მალე ყავის მარცვლებმა არაბეთის ნახევარკუნძულზე მიაღწიეს. ნუთელა იტალიელი მცხობელი, პიეტრო ფერერო, რეალურად ცდილობდა შოკოლადის ალტერნატივის შექმნას 40-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს დეფიციტის გამო. მან არ იცოდა, რომ თხილი, შაქარი და მხოლოდ ცოტაოდენი კაკაო შექმნიდა ახალ ძირითად ტკბილ და არომატულ თხევად მასას რომელიც შოკოლადზე უფრო პოპულარული გახდებოდა. კარტოფილის ჩიფსები თავდაპირველად, კარტოფილის ჩიფსები არ უნდა ყოფილიყო სასიამოვნო, რადგან ჯორჯ კრამმა, შეფმა 1853 წელს, გადაწყვიტა ზედმეტად დაჭრილი კარტოფილის ზედმეტი მოშუშვა, როდესაც მისი მომხმარებლები ავსებდნენ პრეტენზიებით, რომ მისი კარტოფილი ძალიან სქელი და სველი იყო. საბოლოოდ იმდენად კმაყოფილი იყვნენ ხრაშუნა კარტოფილის ნაჭრებით, რომ მათ გაავრცელეს რესტორნის საჭმლისა და მისი შეფ-მზარეულის შესახებ დადებითი ინფორმაციები. ამან ხელი შეუწყო კრამს, მან გახსნა საკუთარი რესტორანი. ბრენდი თეთრ ღვინოზე გადასახადის რაოდენობა გაიზარდა. ასეთი სასმელი შარანტის დეპარტამენტის მეღვინეებს ინგლისში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაჰქონდათ. იმისთვის, რომ მომატებული გადასახადი არ დაეფარათ, გადაწყვიტეს პროდუქციის მოცულობა ღვინის გამოხდით შეემცირებინათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ გზით მიღებული სასმელი მოგვიანებით, წყლით გაზავდებოდა და ჩვეულებრივი ღვინო იქნებოდა. თუმცა, მიღებულმა სითხემ, რომელიც ღვინოს ნამდვილად არ ჰგავდა, თვით მწარმოებლების მოწონება დაიმსახურა. ლურჯი ყველი ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს უბრალოდ დავიწყებული ყველი იყო! VII საუკუნეში, საფრანგეთში, სოფელ როკფორტში დაბნეულ მწყემსს ლანჩი გამოქვაბულში დარჩა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი იმავე გამოქვაბულში დაბრუნდა და მხოლოდ ობით გაჟღენთილი ყველის პოვნა შეძლო. დღესდღეობით, ყველის რძეს უბრალოდ ემატება ობის ბუნებრივი მასალა. 129 1-ს მოსწონს
|