x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
ლატერალი "ლ" ბგერის წარმოთქმის დარღვევა და მისი გამოსწორების გზები
image


„ლ“ ენაკბილისმიერი, ნაპრალოვანი, მჟღერი თანხმოვანია. სონორ ბგერათა შორის ყველაზე რთული წარმოსათქმელი.

ქართულში განასხვავებენ "შედარებით რბილ" და "შედარებით მაგარ" ლ ბგერას. ლ თანხმოვანი შედარებით რბილად წარმოითქმის, მაშინ, როდესაც მას მოსდევს ი ან ე ხმოვანი, მაგ: ლიმონი, სახლი, ქლიავი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც ბგერა ლ-ს მოსდევს ა, ო, უ ხმოვნები, თანხმოვნები, ან სიტყვა ბოლოვდება ამ ბგერით, იგი „შედარებით მაგარია", მაგ: ლამაზი, ლომი, ლურსმანი, გულში, ლტოლვა, ელდა და ა.შ.

ქართულ ლიტერატურულ წარმოთქმაში მეტწილად გვხვდება მაგარი ლ-ს წარმოთქმის დარღვევები. მაგარი ლ-ს წარმოთქმისას კბილებთან შეხების მომენტში საჭიროა დიდი არტიკულაციური სიზუსტე. მცირეოდენი გადახრაც კი ბგერის დაზიანებას იწვევს. ლ - ბგერის დაზიანების პრობლემას „ლამბდაციზმი“ ეწოდება.


"ლამბდაციზმის" გამომწვევი სპეციფიკური მიზეზებია:

1.სქელი მოუქნელი ენა.
2. ენისქვეშა ლაგამის სიმოკლე, რის გამოც ენის წვერი ვერ სწვდება კბილებს.
3. ენის ტრამვული დაზიანება ან სიმსივნე.
4. ენის ამწევი კუნთების და ნერვების მოდუნება.

რაც შეეხება „ლ“ ბგერის წარმოთქმის დარღვევას ის გვხვდება სამი სახით, ესაა:

ა) დამახინჯება
ბ) უბგერობა
გ) სხვა ბგერით შენაცვლება.

უბგერობისა და სხვა ბგერით შენაცვლების შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ ლოგოპედ-დეფექტოლოგს, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ამ ნაკლოვანებათა აღმოფხვრა შეუძლებელია. რაც შეეხება ლ ბგერის დამახინჯების საკითხს, ძირითადად პრაქტიკაში გვხვდება ლ ბგერის შერბილება, მაგ: ლამაზი-ლüამაზი, ლოკოკინა-ლüოკოკინა.

ზემოაღნიშნული დარღვევის დაძლევაში დაგვეხმარება სპეციალური არტიკულაციური ვარჯიშები:

ენის წვერი მოვათავსოთ კბილებს შორის და წარმოვთქვათ ლ ბგერა.

ენის წვერი გამოჰყავით კბილებს გარეთ, მოაწყვეთ ბრტყლად, ნიჩბისებურად და გაწვრილება ისრისებურად.

ენა აწიეთ და დაწიეთ პირის ღრუში ტუჩებს შუა და ტუჩებს გარეთ (ცხვირისკენ და ნიკაპისკენ).

ენის წვერით, მოილოკეთ ტუჩები, კბილები და ალვეოლეზი.

ივარჯიშეთ ენის ზურგის აწევ-დაწევასა და მაგარ სასასთან მიწოვაზე.

პლუს ამას, იმისთვის, რომ მარტივად მოხდეს დარღვევის გამოსწორება აუცილებელია:

ა)ბგერა "ლ" წარმოვთქვათ როგორც ღია, ასევე დახურულ მარცვალში.

ბ) წარმოვთქვათ ერთმარცვლიან და ორმარცვლიან ომპლექსებში.

გ) გავავარჯიშოთ სიტყვებში, ენის გასატეხებსა და სავარჯიშო ფრაზებში.

მნიშვნელოვანია იმისი ცოდნა, რომ ამა თუ იმ დარღვევის გამოსწორება ვერ მოხდება მოკლე დროში, შესაბამისად, შედეგის მისაღებად საჭიროა გრძელვადიანი და სისტემატური ვარჯიში.


0
52
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ აბაშიშვილი
მარიამ აბაშიშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0