x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135825
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510211
რეკლამის ფსიქოლოგია
სამეურნეო და მოხმარებაზე ორიენტირებული სუბიექტი- რაციონალური, ეკონომიური ადამიანია. აქედან გამომდინარე ის ირჩევს ისეთ საქონელს, რომელიც უზრუნველყოფს მის მოთხოვნილებებს მინიმალური დროითი, ღირებულებითი და ინფორმაციული დანახარჯებით დაკმაყოფილებას. ამ პირობებში უმნიშვნელოვანესი როლი რეკლამას ენიჭება. რეკლამა ნებისმიერი გზითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც ადამიანთა განსაზღვრული წრისათვის სარეკლამო საქონელზე ყურადღების მისაქცევად, ინტერესის ჩამოყალიბება-შენარჩუნებისა და ბაზარზე მისი გატანისთვისაა მიმართული. მისი დანიშნულება შემდეგია: სხვადასხვა საშუალებებით აცნობოს ადამიანებს რაიმეს შესახებ, პოპულარიზაცია გაუკეთოს საქონელს, მომსახურებას და ა.შ. რეკლამის მიზანია, რომ მიზნობრივი აუდიტორია განაწყოს გარკვეული მოქმედებისაკენ. მიზნების მიხედვით განასხვავებენ რეკლამის სახეებს, ესენია:

  • საინფორმაციო რეკლამა;
  • დაყოლიებით რეკლამა;
  • შეხსენებით რეკლამა;
რეკლამასთან ერთად არსებობს ანტირეკლამაც: ინფორმაცია, რომლის გავრცელების მიზანია მოცემული საქნოლის, საწარმოსა თუ სავაჭრო ნიშნისადმი ინტერესის არა გაზრდა, არამედ შემცირება. მაგრამ თუ ანტირეკლამის ადრესატი საქონელი კი არა ადამიანია, მაშინ მის მიმართ ამგვარ რეკლამას ''შავი პიარი'' ეწოდება. რეკლამა შეიძლება შეიცავდეს როგორც აგიტაციის, ასევე პროპაგანდის ელემენტებსაც. რაც შეეხება რეკლამის საშუალებებს, ესენია:

  • ბეჭვდითი და ელექტრო-მედია (გაზეთი, ჟურნალი, რადიო...);
  • მობილური კავშირის ქსელი;
  • ბეჭვდითი და სატელეფონო საცნობარი ბუკლეტები;
  • კინო და ა.შ.
თანამედროვე რეკლამის წარმოშობა შუა საუკუნეებში განვითარებულ სამრეწველო კაპიტალიზმსა და საბაზრო ურთიერთობებს უკავშირდება. ადრეული რეკლამისთვის, ძირითადად, დამახასიათებელი იყო სიმართლის სრული უგულებელყოფა და ზოგჯერ სიცრუეც კი. მისი ძირითადი დანიშნულება იყო ხალხის მოზიდვა ნებისმეირი საშუალებით. დღესდღეობით რეკლამას შედარებით ფრთხილად იყენებენ, რადგან ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავება დიდ ზარალს მოუტანს მის გამომყენებელს. რეკლამის განვითარებამ წარმოშვა მისი მეცნიერული და ფსიქოლოგიური შესწავლის საჭიროება. დღევანდელ პირობებში ის საინფორმაციო ნავიგატორის როლს ასრულებს სამომხმარებლო ბაზარზე სასურველი, მისაღები ხარისხისა და ფასის მქონე საქონლის შეძენაში. რეკლამის მიზანი: პოტენციური მომხმარებლისთვის ფსიქოლოგიური განწყობის შექმნა კონკრეტული საქონლის შესაძენად. პოტენციური მომხმარებლის სიღრმისეული ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დადგენით შედარებით მარტივია მასზე იმგვარი რეკლამით ზემოქმედება, რომელიც შედარებით სწრაფად დაარწმუნებს შეთავაზებული საქონლის შეძენის მიზანშეწონილობაში. ადამიანს შესყიდვის განხორციელებისას უვკე გააჩნია განსაზღვრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რისი მიღება სურს კონკრეტული საქონლისა და მომსახურებისაგან. თუ კლიენტი კმაყოფილია, მაშინ იზრდება იმის ალბათობა, რომ მომხმარებელმა შემდეგშიც იყიდოს საქონელი. ამჟამად ყველა სახელმწიფოში რეკლამა რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით (ზოგადად იკრძალება არაეთიკური, არასწორი ინფორმაციის გავრცელება). სპეციალურ ლიტერატურაში წერენ: რეკლამის ორგანიზება და წარმართვა წარმოადგენს პირველად ნაბიჯს საზოგადოების ფარული მართვის მისაღწევად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეკლამის ხარჯები აძვირებს საქონლის თვითღირებულებას, რაც საბოლოო ჯამში კლიენტის მიერ იფარება. რეკლამის გარეშე ნებისმიერი კომერციის თანამედროვე მასშტაბები გაცილებით მოკრძალებული იქნებოდა. რეკლამის პრინციპი: გამყიდველი არ უნდა იყოს შეუხედავი, რათა პოტენციური მყიდველი არ დააფრთხოს, მაგრამ არც ისეთი მომხიბვლელი, რომ მყიდველს ყურადღება საქონლიდან გამყიდველზე გადაატანინოს. აგრესიული, ინტენსიური რეკლამისა და მართული მედიის საშუალებით ხდება ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება.

თანამედროვე რეკლამის ნაირსახეობები: ფარული ვირუსული მარკეტინიგი, პრომაქცია


ფარული მარკეტინგი- მიზნობრივ აუდიტორიაზე, მყარი დადებითი იმიჯის ფორმირებისთვის მიმართულ ღონისძიებათა კომპლექსი. მისი მიზანი არა საქონლის პირდაპირი რეკლამა, არამედ არასარეკლამო მოცემულობებით წინ წაწევა, დაწინაურებაა. ფარული მარკეტინგის ყველაზე გავრცელებული ფორმაა: ჭორების მარკეტინგი- ამ შემთხვევაში მოცემულ საქონელზე სარეკლამო ცნობა ვრცელდება მომხმარებელთა შეხედულებების ფორმით. ფარული მარკეტინგი, სარეკლამო სლოგანის ნაცვლად პოტენციურ მომხმარებელს შეთავაზებული საქონლის სამომხმარებლო თვისებებსა და პირობებზე წარმოქმნილ შეკითხვებზე პასუხობს. მისი მთავარი თავისებურებაა ისაა, რომ ამ შემთხვევაში სხვა მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაცია უფორ სანდოა, ვიდრე რეკლამა. ფარული მარკეტინგის გავრცელებას მნიშვნეოვნად შეუწყო ხელი ინტერნეტმა. დღესდღეისობით მსოფლიო მასშტაბის ''ობობას ქსელში'' მრავალი მილიონი ადამიანია მიჩნეული ვირუსულ, ვირტუალურ აგენტად. მათი აგენტობა იმაში მდგოამრეობს, რომ ბლოგებსა თუ სოციალურ ქსელებში ურთიერთობისას ხელსაყრელ მოცემულობაში, არაანგაჟირებული ფორმით ახსენებენ ამ თუ იმ ბრენდს ან უთითებენ რომელიმე კომპანიის საიტს. პრომაქცია- ღია, პირდაპირი რეკლამა (აგრესიული მარკეტინგული ქმედება), იგი მიზნობრივ აუდიტორიაზე ზემოქმედებას ახდენს: ინფორმაციით, სტიმულირებით. პრომაქცია, როგორც წესი არის მოკლევადიანი და მიზნად ისახავს კონკრეტული საქონლის ბაზარზე დამკვირდებას ან გაყიდვაში უკვე მყოფი საქონლის რეალიზაციის გადიდებას.


0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ფერიაშვილი
ანი ფერიაშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0