x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ექიმმა ისრაელიდან ახსნა, თუ სად გაქრა გრიპი
image




გრიპის არც ერთი შემთხვევა არ არის ისრაელში, გამოცემა "Jerusalem Post-ს განუცხადა ინფექციური დაავადებების ბავშვთა სამედიცინო ცენტრ"შერბას" პედიატრიული განყოფილების დირექტორმა ექიმმა გალია ბარკაიმ.





გრიპის სეზონი ისრაელში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება. ეს ძალიან, ძალიან უჩვეულოა, ამბობს ბარქაი და აღნიშნავს, ასევე, რომ ეს ხდება გასაგები მიზეზის გამო.





”ჩვენ ვიცით, რომ რესპირატორული ინფექციის ძირითადი გზაა ის ადამიანი, ვინც ვირუსს ერთმანეთს სუნთქვით და ხველებით გადასცემს, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვატარებთ ნიღბებს და ვიყენებთ სოციალურ დისტანციურ ზომებს, ხოლო, ადამიანები სახლებში რჩებიან იზოლირების გამო, ნაკლები ურთიერთქმედება გვაქვს და ინფიცირების შემთხვევებიც ნაკლები გვაქვს.”- ამბობს ბარკაი.







ამის მიუხედავად, კორონავირუსი განაგრძობს გავრცელებას მთელ ქვეყანაში. 21 იანვარს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 8000-ზე მეტი ახალი ინფექცია დაფიქსირდა ქვეყანაში, ტესტების 9% დადებითი იყო. ბარკაი ამბობს, რომ კორონავირუსი ბევრად უფრო ინფექციურია, ვიდრე გრიპი. გარდა ამისა, გრიპი ხშირად ვრცელდება იმ ადამიანებშიი, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიან და პანდემიის დროს კი მოგზაურობა შემცირებულია.





ბარკაის თქმით, იგივე ფენომენი შეიმჩნევა მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, დეკემბრის ბოლოს გლობალური დაკვირვების მონაცემების საფუძველზე, განაცხადა, რომ გრიპის აქტივობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ისეთივე დაბალია, როგორც ჩვეულებრივ ზაფხულში. იმის გათვალისწინებით, რომ გრიპი "ზამთრის" ვირუსია.

1
152
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
152
  
2021, 30 იანვარი, 14:53
არც ჩვენთან..რავი ვისაც ვიცნობ ჩემს გარშემო,მთელი ზამთრის განმავლობაში გრიპი არავის ჰქონია..კორონა კი იცოცხლე
0 1 1