x
image
ოტი
პიონერი პრონია კოლიბინი, რომელმაც დააბეზღა მშობელი დედა, რომელიც საკოლმეურნეო ყანაში დაცვენილ ხორბლის თავთავებს აგროვებდა, რომ თავისი შვილი, პრონია კოლიბინი დაეპურებინა

image

დედას 10წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საიდანაც იგი აღარ დაბრუნებულა. სტალინის ეპოქის“ გმირი" პრონია კოლიბინი კი დააჯილდოვეს_ დასასვენებლად ყირიმში, საბავშვო ბანაკ “არტეკში" გაუშვეს.
1933 წელს გაზეთმა “პიონერსკაია პრავდა" დაბეჭდა სტატია გმირ პიონერ კოლია იურევზე, რომელმაც თანატოლი გოგონა დაიჭირა იმ დროს, როცა საკოლმეურნო ყანაში ხორბლის თავთავებს გლეჯდა და ჭამდა, მშიერ გოგონას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პიონერმა დონის როსტოვიდან მიტია გორდიენკომ დააბეზღა ცოლ-ქმარი, რომლებიც საკოლმეურნეო სავარგულებში მიწაზე დაცვენილ ხორბლის თავთავებს აგროვებდნენ. “ჯგუფურად ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის" ქმარს მიესაჯა დახვრეტა, ხოლო ცოლს_ათი წლით თავისუფლების აღკვეთა.
მიტიამ ამ დაბეზღებისათვის მიიღო სახელობითი საათი, პიონერის ახალი კოსტუმი, ფეხსაცმელები და ერთწლიანი გამოწერა გაზეთისა “ლენინსკიე ვნუჩატა".
1934 წლის აგვისტოში გაზეთებში დაიბეჭდა პიონერ დუსია აკსიონოვას პორტრეტები.
მან 1934 წლის 12 ივლისს დააბეზღა თავისი მეზობელი მცირეწლოვანი შვილების პატრონი ლუკანინა რომ საკოლმეურნეო ყანაში მიმავალს ტომარაში მაკრატელი დაუნახა. ლუკანინას გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მისი მცირეწლოვანი 3 შვილი კი უდედოდ დარჩა.
სტალინის ეპოქის კიდევ ერთმა "გმირმა"_პიონერმა ვანია ხოლმოგოროვმა დაინახა, როგორ მიჰქონდა საკოლმეურნო ყანიდან 79 წლის ერემეი დერიუშევს ერთი ძნა ხორბლის თავთავი. პიონერმა მოხუცი დააბეზღა.
დილას “ხალხის მტრის" დასაჭერად მისულ შინსახკომელებს მოხუცი წაღებული ხორბლიდან ფაფის ხარშვის პროცესში დახვდათ_ იგი დახვრეტის განაჩენის დაპირებას მშვიდად შეხვდა.
"ღმერთი მიშველისო" _თუმცა განაჩენის გამოტანამდე ვერ მიაღწია_გამომძიებელს ცემაში შემოაკვდა 1933 წლის 20იანვარს...
0
268
2-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0