შოუბიზნესი ქალბატონო, მიიფარეთ: სელებრითების 12 ყველაზე უგემოვნო საცურაო კოსტიუმი 2021, 30 იანვარი, 13:40 მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წამომადგენლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც რიგითი მოკვდავების მსაგავსად ზოგჯერ საცურაო კოსტიუმების არჩევისას უპატიებელი შეცდომები მოსდით. მაშ ასე, მოდით ვნახოთ სელებრითების 12 ყველაზე უგემოვნო საცურაო კოსტიუმი, რომელიც მსოფლიო პრესას შეუმჩნეველი არ დარჩენია.კეშაამერიკელი მომღერლის კეშას საცურაო კოსტუმმა მისი სხეული ოთხკუთხედად აქცია და აქცენტი მის საკმაოდ "მძიმე" სხეულის ქვედა ნაწილზე გადაიტანა, მთლიან საცურაო კოსტიუმს, გვერდებზე პატარა ჭრილებით შეეძლო სიტუაცია ერთმნიშვნელოვნად გამოესწორებინა.ლედი გაგალედი გაგა ამ ფოტოზე არც თუ ცუდ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, თუმცა ამ საკმაოდ უცნაური საცურაო კოსტიუმის წყალობით ეს საერთოდაც არ ჩანს.ედრიენ ბაილონიბეტმენი ქალი რომ ყოფილიყო სანაპიროზე დასასვენებლად ედრიენ ბაილონის მსგავსს კოსტიუმს აუცილებლად შეარჩევდა.ლინდსი ლოჰანილინდსი ლოჰანი, მისი საქორწილო ბოდი და "ბებიის" პანტალონები - ვარსკვლავის "ლუქი" ჰეითერების მხრიდან დაცინვის ობიექტი გახდა, ხოლო თუკი მსახიობის მოდუნებული და მოშვებული კანის მიხედვით ვიმსჯელებთ, აშკარაა რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია რაც სპორტ -დარბაზს აღარ სტუმრობს. ლინდსის თაყვანისმცემლები დღემდე ვერ ხვდებიან, როგორ შეძლო მან საკუთარი სხეულის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა.ლენა დანემისავარაუდოდ, რამდენიმე ზომით პატარა საცურაო კოსტიუმი ლენა დანემმა თავის უმცროს დას ან დისშვილებს წაართვა.არიელ უინტერიარიელ უინტერი სიგამხდრით არასდროს გამოირჩეოდა. მსახიობი იდეალური პარამეტრების მისაღწევად დღესდღეობით, სავარჯიშო დარბაზში აქტიურად "იღწვის", თუმცა გოგონას სხეული იდეალურისგან კვლავაც შორსაა. სელებრითი არ აპირებს უარი თქვას თამამ კოსტიუმებზე, მიხედავად იმისა რომ ისინი მისი სხეულის ნაკლოვანებებს კიდევ უფრო მეტად უსვამენ ხაზს.ბარბარა ფერეირაბარბარა ფერეირა 50 ზომა სამოსს ატარებს და საკუთარი სხეულითაც არანაკლებ ამაყობს. ამასთან, "ინსტაგრამზე" გოგონას ყოველი მეორე გამომწერი საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოებისთვის მკაცრად აკრიტიკებს, მიზეზად კი ბარბარას ჭარბ წონას ასახელებს.იგი აზალიაიგი აზალიას სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალს უწოდებდნენ, ახლა კი ავსტრალიელი მომღერლის დუნდულები ე.წ "ფორთოხლის კანის" სქელი ფენით არის დაფარული, და ზოგადად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლის სხეული არც თუ იდეალურ ფორმაშია. სელებრითის ფოტოებმა, რომლებზეც მომღერალი მექსიკაში, შვებულების გატარების დროს, პაპარაცების მიერ იქნა აღბეჭდილი სულ მოკლე დროში ყველა ტაბლოიდური ჟურნალის გარეკანი მოიარა, რითიც მის ფანებს იმედები მწარედ გაუცრუა.მერაია ქერისაკუთრი სხეულის ნაკლოვანებების წარმოჩენა ისე "კარგად" სხვას არავის შეუძლია როგორც ამერიკელ პოპ - ვარსკვლავს მერაია ქერის, შესაბამისად, არც მისი გემოვნებით არჩეული საცურაო კოსტიუმი გამხდარა ამ თვალსაზრისით გამონაკლისი.ნიკოლ კოკო ოსტინინიკოლ კოკო ოსტინის მინი ბიკინის დანახვისას ადამიანს შეიძლება მხოლოდ ერთი კითხვა გაუჩნდეს: როგორ არ კარგავს მას ვარსკვლავი ცურვისას?კორტნი სტოდენიგოგონა, რომლის ბიკინიც, ერთი შეხედვით კომბოსტოს მოგაგონებთ სავარაუდოდ, თავისი შთამბეჭდავი ბიუსტის "წარმოშობაზე" მიანიშნებს : )ემბერ როუზირთულია ცნობილი მოდელის სხეულზე არსებულ ამ სამ გაურკვეველ მიკრო ქსოვილს საცურაო კოსტიუმი უწოდო, თუმცა ეს ასეა.351 შეფასება არ არის |