სხვა მაყურებელი გამხიარულდა-გოგონას BBC-ის პირდაპირ ეთერში დაავიწყდა წიგნის თაროზე დადებული ნივთი 2021, 30 იანვარი, 12:01 კადრები ინტერნეტში უცებ გავრცელდა, რამაც გოგონა ვარსკვლავად აქცია, იგი ნამდვილად არ ელოდა ასეთ პოპულარობას.
თუმცა პირდაპირი ჩართვის დროს მისი პოპულარობის მიზეზი გახდა, სულ მცირე დეტალი, რომელიც კადრში გამოჩნდა. ივეტ ამოსმა BBC-Wales არხზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილოება, რომელიც პანდემიის დროს უმუშევრობის პრობლემებს ეხებოდა. ამასთან, თემის სერიოზულობისა და აქტუალობის მიუხედავად, აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო ერთმა დეტალმა, რის გამოც მათ აღარ შეეძლოთ მშვიდად მოესმინათ არგუმენტები, წერს The Sun. ივეტის უკან წიგნების ზედა თაროზე, წიგნებსა და საოჯახო სამაგიდო თამაშებს შორის, თავს იწონებდა ვარდისფერი სექს- სათამაშო, (ხელოვნური პენისი) რომელიც გოგონას, როგორც ჩანს, დაავიწყდა აეღო პირდაპირი ჩართვის დროს. მაყურებელი რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლიდა ასეთ პიკანტურ კადრებს, რომელიც სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მაყურებელი სხვადასხვაგვარად რეაგირებდა ამ ვითარებაზე. ვიღაცამ გოგონას ურჩია უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს. სხვა მომხმარებლებმა გულიანად იცინეს და აღნიშნეს, რომ ივეტმა გაუხალისა საღამო. ზოგიერთები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ვიდეოს გმირს ინტერვიუს დაწყებამდე მეგობრებმა "გაუჩალიჩეს" და თაროზე სექს- სათამაშო დაუდეს, რის გამოც დანდობას არ უნდა ელოდონ. 316 4-ს მოსწონს
|