x
რეკლამის ფსიქოლოგია
რეკლამა ხშირად თამაშობს მომხმარებლების ემოციებზე. სიყვარული, შიში და ა.შ ძლიერი წამმართავია მომხმარებლების სურვილებისა და ამ სურვილებზე პასუხების. რეკლამის სამყაროში ნებისმიერი ემოცია შესაძლოა მანიპულირებული იყოს იმ მიზნით, რომ შედეგად მათთვის სასურველი ქცევა იქნას განხორციელებული. რეკლამის მიზანს წარმოადგენს მომხმარებელს შეუქმნას ისეთი ფსიქოლოგიური განწყობა, რომ მას მოუნდეს კონკრეტული პროდუქციისა თუ მომსახურეობის შეძენა. ინფორმაციის გაცემის მიხედვით რეკლამის ტიპოლოგიაში გამოიყოფა: ზეპირი რეკლამა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ტექნიკის გამოყენების გარეშე, მეორე ესაა ბეჭდური რეკლამა, რომელიც სხვადასვა გაზეთებში თუ ჟურნალებში არსებობს/ვხვდებით, მე3 სატელევიზიო რეკლამა_რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური ფორმა მთელს მსოფლიოში, მე4_ რადიორეკლამა, მე5 სატელეფონო რეკლამა, მე6 თვალსაჩინო ანუ გრაფიკული რეკლამა, რომელშიც შედის აფიშები, ბროშურები, პლაკატები და სხვა.

Six Factors to Consider Before Making the Choice of Advertising Media –  National Media

რეკლამის ეფექტურობა არა მხოლოდ მისი ინფორმაციის გაცემის ტიპოლოგიით იზომება, არამედ რაც მთავარია მისი ზემოქმედების ხარისხით მომხმარებელზე. ზემოქმედების ხარისხის გაზომვა ფსიქოლოგებს მარტივად შეგვიძლია ისეთი მახასიათებლების გაზომვით, ექსპერიმენტული შემოწმებით, როგორიცაა აღქმის სიზუსტე კონკრეტული რეკლამის, ამასთან ერთად რამდენ ხანს ინახავს ამ რეკლამას ადამიანის მეხსიერება, რამდენად აქვს ადამიანს სურვილი იყიდოს პროდუქტი მისი რეკლამირების შემდეგ და ყიდვის შემდეგ რამდენად კმაყოფილია მისი არჩევანით. რეკლამა მიმართული უნდა იყოს მასობრივ ცნობიერებაზე, კარგი რეკლამა იგება კონკრეტულ საზოგადოებაში, რომელზეცაა გათვლილი არსებულ სტერეოტიპებზე დაყრდნობით, მისი მოქმედების მთავარ მიზანს წარმოადგენს ფსიქიკის ემოციის კომპონენტი და არა აზროვნების კომპონენტი. ადამიანის ფსიქოლოგიაზე და მის ემოციებზე მოქმედებს მოულოდნელი, შთამბეჭდავი სიუჟეტები, ნათლად მკაფიოდ ფორმულირებული განცხადებები.

პროდუქციის სასურველობას სწორედ რეკლამა განაპირობებს. კოკა-კოლა მილიონობით ამერიკულ დოლარს ხარჯავს თითოეულ სატელევიზიო თუ სხვა სახის რეკლამაზე. თუმცა, ზოგჯერ გადამეტებული რეკლამირება საზოგადოებაში თუ ცალკეულ ადამიანში არა კარგ დამოკიდებულებას, არამედ ბრაზს და მობეზრების განცდას იწვევს. ადამიანი სრულიად ბრმად არ ყიდულობს პროდუქტს, მას აქვს გარკვეული წარმოდგენები და მოლოდინები პროდუქტის მიმართ. როდესაც ამდროს მას რეკლამა გადამატებულად მიეწოდება, ან რეკლამა და პროდუქტი ერთმანეთს არ შეესაბამება, ეს იწვევს მის უარყოფით დამოკიდებულებას პროდუქციის მიმართ, რაც თავისთავად ასტიმულირებს უარყოფითი ზეპირი რეკლამების გავრცელებას საზოგადოებაში. როგორც ცნობილია გამოთქმა, საუკეთესო რეკლამა საქონლისთვის კმაყოფილი კლიენტია. აღსანიშვნავია ისიც, რომ რეკლამამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების სენსიტიურობა, არ უნდა მიაყენოს ღია თუ ფარული შეურაცხყოფა ცალკეულ ინდივიდს, ჯგუფს თუ საზოგადოებას. დღესდღეობით სახელმწიფოები ამის დასარეგულირებლდ შესაბამის კანონმდებლობას იყენებენ, რათაც იცავენ, მოქალაქეების ინტერესებს.


image

თანამედროვე რეკლამაში ისეთი ნაირსახეობებიც გამოჩნდა, როგორიცაა ფარული, ვირუსული მარკეტინგი და პრომაქცია. ფარული მარკეტინგი მოქმედებს ისე, რომ მომხმარებელს დააჯეროს თითქოს რეკლამირება არაფერ შუაშია, თითქოს ადამიანი გარე ძალების მოქმედების, ზეწოლის გარეშე იღებს თავისით გადაწყვეტილებას. ასეთი მარკეტინგის ცნობილი სახეობაა ჭორების მარკეტინგი. ადამიანები ერთმანეთს ენდობიან და კოლეგის, მეგობრის, სასიამოვნო ნაცნობის ნათქვამს, რჩევას კონკრეტული პროდუქციის სარგებლიანობის შესახებ ძალიან დიდი გავლენა აქვს, სწორედ ასე ამუშავებენ ფარული მარკეტინგის წარმომადგენლები ჭორების მარკეტინგს, განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეების საშუალებით. ფარული მარკეტინგის საპირისპიროა პრომაქცია, რომელიც ღიად „ესხმის“ თავს მომხმარებელს. ეს არის აგრესიული მარკეტინგული ქმედებების ერთიანობა. ესეთი მარკეტინგი არა მხოლოდ მისი საქონლის ზეპირსიტყვიერი, წერილობითი თუ სატელევიზიო პიარით შემოიფარგლება, არამედ მომხმარებელს სთავაზობს მისი პროდუქციის გაცნობა შეფასებასაც. ხშირად იყენებს დასაჩუქრების სტრატეგიას მოსაზიდად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დროებითია ესეთი ზემოქმედება მომხმარებელზე და პრომაქციის მიზანიც კონკრეტული პროდუქციის შეღავათიან ფასად მომხმარებლისთვის მიყიდვაა.

მხოლოდ ფსიქოლოგიის წვდომით არის შესაძლებელი ადამიანის ქცევის მართვა და სასურველი ქცევის მიღების ალბათობის გაზრდა. სწორედ ფსიქოლოგიაში გაკეთებული მნიშვნელოვანი აღმოჩენების, მიღწევების საშუალებით დღეს რეკლამირება ისეთი ეფექტურია, როგორც არასდროს.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
მარიამი კუბლაშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0