x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შეეძლო ჰიტლერს ომის მოგება?.. და რატომ ჩავარდა «ბარბაროსას» გეგმა

«Veni, vidi, vici» (ლათ. მივედი, ვნახე, გავიმარჯვე) — სწორედ ასეთი იყო ადოლფ ჰიტლერის და მისი არმიის პრინციპი, ომის დაწყების წინ... და ნახევარ ევროპაში ამან გაანმართლა კიდეც. თუმცა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით, პრობლემები გაჩნდა... რა არ გაითვალისწინა ჰიტლერმა, როდესაც «ბარბაროსას» გეგმას ადგენდა? ან ჰქონდა კი, ომის მოგების შანსი, გეგმა სრულყოფილი რომ ყოფილიყო?


imageimageბარბაროსას გეგმას ფიურერმა 1940 წლის ბოლოს მოაწერა ხელი და მისი მთავარი არსი წითელი არმიის ელვის სისწრაფით დამარცხებაში მდგომარეობდა. მისი მიხედვით, გერმანელი ჯარისკაცები მოსკოვში სამ, მაქსიმუმ 4 თვეში უნდა ყოფილიყვნენ...

imageრა თქმა უნდა, სსრ კავშირის დაპყრობის გეგმის შედგენის მომენტისთვის, ჰიტლერს ზურგსუკან, ბევრი წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჰქონდა და შეიძლება, სწორედ ეს იყო მისი თავდაჯერებულობის მიზეზი, ან იქნებ ის, რომ გერმანელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს წითელი არმიის და მთლიანად, საბჭოთა ხალხის შესაძლებლობა?..
ელვისებური გეგმის მიხედვით, სამხედრო შეტევა სამი ძირითადი ქალაქის — ლენინგრადის, მოსკოვის და კიევის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო, რომელშიც მონაწილეობა 180 დივიზიას და 20-მდე ბრიგადას უნდა მიეღო. საერთო ჯამში, ეს დაახლოებით, 5 მლნ. ადამიანი იყო. გერმანელების გამოთვლით, ამ მიმართულებებზე, სსრ კავშირს 3 მლნ-მდე ჯარისკაცი უნდა ჰყოლოდა. თუმცა, მათი პირველივე შეტევები მარცხით დასრულდა და ცხადი გახდა, რომ «ბარბაროსამ» არ გაამართლა და გერმანელების გეგმამ, რომლის მიხედვით, სამრეწველო ცენტრებიდან მოსკოვის მოწყვეტა უნდა მომხდარიყო, კრახი განიცადა — საბჭოთა ხელისუფლებამ შეძლო საწარმოების ევაკუირება, რომლებიც ფრონტისთვის აუცილებელ პროდუქციას უშვებდნენ. გარდა ამისა, ბევრი ქარხანა, თუ ფაბრიკა, სადაც ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლეოდა, სამხედრო წარმოებად გადააკეთეს და თავდაცვის უწყებას დაექვემდებარა.

ომი დაწყებისთანავე გაჭიანურდა, რასაც მესამე რაიხი ნამდვილად არ ელოდა და რისთვისაც მზად არ იყო — ზამთრის პირობებში, გერმანელების ტექნიკური აღჭურვილობა არ ამართლებდა და თავად ჯარისკაცებიც იყინებოდნენ, რადგან მათი ეკიპირება, მკაცრი ზამთრისთვის, ნამდვილად არ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, იმ დროისთვის, მესამე რაიხს არმიის გაძლიერების ეკონომიკური შესაძლებლობაც არა ჰქონდა.
ჰიტლერს ბევრი ფაქტი თავიდანვე ჰკარნახობდა, რომ გეგმა რომელიც ამბიციური იყო და მას ასე მოსწონდა, არც ისე წარმატებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე იყო და ის თავის ჩანაფიქრზე უარის თქმას არ აპირებდა.
image«ბარბაროსას» გეგმაზე გენერალი ფრიდრიხ პაულიუსი მუშაობდა, ხოლო სახელი მას, გერმანელი მეფის (ფრიდრიხ I ბარბაროსა (1122–1190 წწ)) საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელიც ისტორიაში, უშიშარი მეომრის და წარმატებული წინამძღოლის სახელით შევიდა. ერთ დროს, მას თითქმის ნახევარი ევროპა ემორჩილებოდა. ირონიულია, რომ ფელდმარშლებიდან, სწორედ გეგმაზე მომუშავე პაულიუსი იყო პირველი, ვინც ტყვედ ჩაბარდა — ეს სტალინგრადთან ბრძოლის დროს მოხდა.

ჩავარდნის მიუხედავად, დოკუმენტს გარკვეული ისტორიული მნიშვნელობა აქვს და სამხედრო ექსპერტებმა, მისი დეტალური შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, თუ რატომ მოხდა, რომ ჰიტლერის მხრიდან, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მისი შესრლება ვერ მოხდა. სსრ კავშირის წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვის წინ, გერმანელებმა მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ სამხედრო პოტენციალი კი არა, ქვეყნის მენტალობაც კი შეისწავლეს, რომ დაპყრობის შემდეგ, მოსახლეობაზე ზეწოლა მოეხდინათ. თუმცა, საბჭოთა ხალხი და გერმანელები ძალიან განსხვავდებოდნენ და გერმანელები, საკუთარი პედანტურობის მიუხედავად, სავარაუდოდ, ამ საკითხებში ბოლომდე ვერ გაერკვნენ. გარდა ამისა, მათ საიმედო ინფორმაცია ვერ ექნებოდათ, ქვეყნის მობილიზაციის და ტექნიკური პოტენციალის შესახებ.
სსრ კავშირის დაპყრობის გეგმაზე მუშაობა, ჰიტლერის შესაბამისი განკარგულებით, 1940 წლის ზაფხულში დაიწყეს. თუმცა, ფიურერის თავში ეს იდეა უკვე დიდი ხნის მომწიფებული იყო — არსებობს 20-იანი წლების დოკუმენტი, რომელშიც ჰიტლერი ამის შესახებ წერდა.

1938-39 წლებში, გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის ანექსია მოახდინა და ამის წყალობით საკუთარი საომარი პოტენციალი გააძლიერა, შემდეგ ჯერი პოლონეთზე დადგა... ხოლო, შემდეგ — ნახევარი ევროპა დაიპყრო. დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის და ბელგიის აღებისთვის, ჰიტლერის ჯარისკაცებს სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ. ფიურერის ინტერესები აღმოსავლეთისკენ მიდიოდა და გენერლები ამბობდნენ, რომ სსრ კავშირთან ომის დაწყება, მათ უკვე 1940 წელს შეეძლოთ. მაგრამ, ჰიტლერი არ ჩქარობდა, მას ჯერ სსრ კავშირის საზღვართან თავისი ჯარების მობილიზება უნდოდა.

საბჭოეთის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის მთავარი უპირატესობა სისწრაფე და გამანადგურებელი ქმედება უნდა ყოფილიყო, ისე, როგორც ნებისმიერი ბლიცკრიგის დროს — ძლიერი დარტყმას საბჭოთა არმია უნდა დაემარცხებინა, ისე როგორც ეს აღმ. ევროპის ქვეყნებში მოხდა. ვერმახტის ხელმძღვანელობა, ომის დაწყებამდე, მოსკოვის დეზინფორმირებას ცდილობდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ნაციზმი პლანეტაზე დიდი ნაბიჯებით დადიოდა, ამის გაკეთება და სტალინის იმაში დარწმუნება, რომ გერმანია სსრ კავშირზე თავდასხმას არ გეგმავდა, არც ისე მარტივი იყი...

სსრ კავშირის დასაპყრობად, სამხედრო სარდლობამ, საყვარელი ფიურერისთვის 12 გეგმა მოამზადა. თუმცა, წარუმატებლობის შემთხვევაში, სათადარიგო გეგმა არცერთს არ ჰქონდა.


image

image1941 წელს საბჭოთა კავშირის საზღვართან კვე 4 მლნ-მდე გერმანელი ჯარისკაცი იყო კონცენტრირებული და მათი რიცხვითი უპირატესობა, საბჭოთა ჯართან შედარებით, დაახლოებით, ერთნახევარჯერ დიდი იყო. გარდა ამისა, მათ სამხედრო გამოცდილებაც ჰქონდათ... სსრ კავშირმა კი, საზღვრები ბალტიისპირეთში და უკრაინაში გაამაგრა, ბელარუსში კი — არა, რამაც ქვეყანა ნეგატიურ შედეგებამდე მიიყვანა.
აღმოსავლეთის ფრონტის გარღვევის შემდეგ, გერმანელები ლენინგრადამდე მივიდნენ, მაგრამ ვერ აიღეს. ჩავარდა ყირიმის აღების გეგმაც... და მაშინ, ჰიტლერმა ძირითადი ძალები მოსკოვისკენ მიმართა. იმავე წლის ზაფხულში უკვე ცნობილი გახდა, რომ «ბარბაროსას» გეგმას სულ ტყუილად არა ჰქონდა სარეზერვო გეგმა... აგვისტოს ბოლომდე გერმანელები მოსკოვამდე მისვლას გეგმავდნენ, შემოდგომაზე ვოლგაზე გადასვლას და ამიერკავკასიაში ჩამოსვლას. თუმცა, ჩანაფიქრის უმრავლესობა, მხოლოდ გეგმის სახით, ფურცელზე დარჩა, რადგან უკვე 1941 წლის შემოდგომაზე, წითელი არმია კონტრშეტევაზე გადავიდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფიურერის, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმას, გერმანული სამხედრო სარდლობის ყველა წევრი არ უჭერდა მხარს. ხოლო, თანამედროვე ექსპერტები ჰიტლერის ყველაზე დიდ შეცდომად, მის გერმანული ბლიცკრიგის უნივერსალურობის რწმენას თვლიან. ის დარწმუნებული იყო, რომ თუ აღნიშნულმა მეთოდმა ისეთი ძლიერი არმიის მქონე ქვეყნებთან გაამართლა, როგორიც საფრანგეთი და პოლონეთი იყო, სსრ კავშირის გასანადგურებლადაც გამოდგებოდა. ჰიტლერი არ იყო მზად გაჭიანურებული ომისთვის, ამიტომ ის რისკზე წავიდა... და წააგო.
imageფიურერის კიდებ ერთი შეცდომა ის იყო, რომ მას არ სჯეროდა დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, სსრ კავშირის სამხედრო და ტექნიკური ძლიერების შესახებ.

გერმანული სარდლობის გათვლებით, ზამთრისთვის ომი უნდა დასრულებულიყო და ამიტომ, ჯარს ზამთრის ეკიპირებაც კი არ ჰქონდა.
და აქ ისმის კითხვა: იცოდნენ კი ნიჭიერმა გერმანელმა სამხედრო მეთაურებმა რუსული ზამთრის შესახებ? რა თქმა უნდა, იცოდნენ! მაგრამ, რაში აინტერესებდათ ზამთარი, როდესაც ომი ზაფხულში უნდა დასრულებულიყო?!


image


როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი თოვლი ოქტომბრის დასაწყისში მოვიდა. მართალია, მალევე გადნა, მაგრამ გზებზე ისეთი ტალახი გაჩნდა, რომ გერმანული ტანკები ძლივს გადაადგილდებოდნენ, რამაც სათადარიგო აღჭურვილობის ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა. გარდა ამისა, გერმანელი ჯარისკაცები თბილი ტანსაცმლის და ჩექმების არ არსებობის გამოც ჩიოდნენ. არ ჩქარობდნენ გერმანიიდან ტანკის სპაიკების ჩამოტანასაც, ამიტომ ზოგიერთ რეგიონში, გერმანული ჯარი ტანკების გარეშე დარჩა. ოპტიკა იორთქლებდა, საპოხი საშუალება კი ჯერ კიდევ გზაში იყო. საწვავი კი, იყინებოდა.
თუმცა ის, რომ გერმანულ ჯარს შესაბამისი სამოსი და ფეხსაცმელი არ ჰქონდა, იმას არ ნიშნავს, რომ ჰიტლერს ისე გაუჭირდა, რომ საკუთარი ჯარის თბილი ტანსაცმლით უზრუნველყოფა არ შეეძლო... უბრალოდ, «ბარბაროსას» გენიალური გეგმის შემდგენებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლონეთის ერთლიანდაგიანი რკინიგზა ფიურერის ამბიციებს არ პასუხობდა... და ასეც მოხდა.

გარდა ამისა, სატვირთო მატარებელის საბჭოთა საზღვართან მოსვლის შემდეგ, გერმანელები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დადგნენ — აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ლიანდაგებს, ევროპულისგან განსხვავებული სიგანე ჰქონდა და წითელმა არმიამ, უკან დახევის დროს, ყველა სადგური ააფეთქა, საიდანაც გზის სიგანის დარეგულირება შეიძლებოდა. რამაც შედეგად, ნამდვილი საგზაო კოლაფსი გამოიწვია.
ჰიტლერი კი, იმ დროისთვის, უკვე სხვა გეგმაზე მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ «ბარბაროსა», ფაქტიურად, ჩავარდა, ფიურერი მოსკოვის აღებას მაინც გეგმავდა, რაშიც მას «ტაიფუნი» უნდა დახმარებოდა — ახალი, ისეთივე სწრაფი, მოულოდნელი და გამანადგურებელი გეგმა, როგორიც წინა იყო. გენერლები კი, რომლებმაც მასზე მეტი იცოდნენ დასავლეთის ფრონტზე მდგომარეობის შესახებ, ფიურერს ახალი ავანტიურისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ. მათი აზრით, დახევა და ძველ პოზიციებზე დაბრუნება სჯობდა, იმისთვის რომ საბჭოთა არმიას შეტევა შეეწყვიტა.

imageმაშინ ჰიტლერს თავისი გადაღლილი და ნაკლებად ამბიციური გენერლების რჩევისთვის ყური რომ დაეგდო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, — მეორე მსოფლიო ომი, დაახლოებით, ისე დასრულდებოდა, როგორც პირველი.

მაგრამ, ის ჰიტლერი იყო და მისი ამბიციები გონიერებაზე ძლიერი აღმოჩნდა...

გერმანული ჯარი პოზიციებს კარგავდა და ჰიტლერს, რა თქმა უნდა, ესმოდა, რომ მარცხი გარდაუვალი იყო. მაგრამ, ამის მიუხედავად, ის ომს აგრძელებდა. სავარაუდოდ, სწამდა, რომ კაპიტულაცია გერმანელი ერის განადგურებას გამოიწვევდა და ამიტომ, ის ბოლომდე მიდიოდა, რომ რაც გააფუჭა, იმის გამოსწორება მოეხერხებინა. მაგრამ, ეს უკვე შეუძლებელი იყო...
ამრიგად, შეეძლო კი გერმანულ არმიას, რომელსაც ზურგს მთელი ევროპა უმაგრებდა, საბჭოთა კავშირის დაპყრობა? თუნდაც თბილი სამოსის, ჩექმების და სხვა დეტალების გარეშე, რომლებიც ბრძოლის ველზე — ფაქტიურად, წვრილმანია?! რა თქმა უნდა, შეეძლო. და სსრ კავშირის დაპყრობის გეგმა საკმაოდ კარგი და წარმატების მომტანი იყო... რომ არა ერთი «მაგრამ» — საბჭოთა ხალხის, ქვეყნის ბოლომდე დაცვის განზრახვა.

ვიდრე, გერმანელი ჯარისკაცები საკუთარი ყოფითი პრობლემებით იტანჯებოდნენ, — ხალხი სიცოცხლის და თავისუფლებისთვის იბრძვოდა... და «ბარბაროსას» გეგმაში სწორედ ეს არ იყო გათვალისწინებული.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. მაკედონელი, კლეოპატრა, კეისარი და სხვა ისტორიული პირები დღეს რომ ცხოვრობდნენ...
2.15 ფოტო მტკიცებულება, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ონლაინ უნდა ვიმოგზაუროთ
3. ქოთნის ყვავილები და სხვა მცენარეები – მოვლა, დიზაინი, საინტერესო ფაქტები

4. რატომ ჰყავდა ჰიტლერს 15 ახალგაზრდა ქალი პირად შტატში... და სხვა საინტერესო ფაქტები

5. თუ თქვენი ყოველი დღე, წინა დღეს ჰგავს და ბედნიერების შეგრძნება დავკარგეთ...
6. 10 პრაქტიკული რჩევა ცხოვრების გამარტივების და დისკომფორტის მოხსნისთვის


8
2170
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2170
  
2021, 27 თებერვალი, 6:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 26 თებერვალი, 10:28
საფრანგეთის შემტხვევაში ძრიტადი ნაწილი პარტიზანული ომით იყო დაკავებული და თუ გგონიათ რო საფრანგეთმა არაფერი გააკეთა მაშინ გირჩევთ ფრანგულ და ბრიტანულ წყაროებს გადახედოთ. თითქმის იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ ქვეყნებზეც მეტ ნაკლებად ისინიც იყვნენ ჩართული პარტუზანულ მოქმედებებში ნაცისტების წინააღმდეგ და ამას იმით ამართლებენ რომ პირდაპირ დაჯახებით თეორეიული შანსიც კი არ არსებობდა მაშინდელ გერმანიასთან. იგივე შემიძლია ვთქვა წითლებზეც, ცემტვის მეორე მსოფლიო ომი იყო ერთი ბოროტების იმპერია ებრძოდა მეორე ბოროტების იმპერიას. წითლებმა იმხელა დახმარება მიირეს ამერიკელებისგან რომ მის გარეშე არც მათ ქონდათ შანსი. მიკერძოებაში რო არ ჩამეთვალოს ბრიტანულ წყაროებს გადახედეთ საკმაოდ კარგადაა აღწერილი მთელი ქრონოლოგია დაწყებული რიბენტროპ- მოლოტოვის პაქტით და ბერლინის კედლის აგებიტ დამტავრებული.
პ.ს. ქერჩზე რას იტყვიტ? ტქვენს მოსაზრებას სიამოვნებით მოვისმენ (წავიკითხავ)
2021, 26 თებერვალი, 6:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 25 თებერვალი, 10:09
რომელ ჯარებზეა საუაბარი ვერ მიგიხვდით? თუ საფრანგეთს გულისხმობთ შეიძლება ესე იტქვას თუმცა ეგაც საკამათო თემაა
2021, 25 თებერვალი, 6:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 თებერვალი, 17:23
მე არ ვამბობ რომ სამშობლოს დაცვა ყველას ვალი არაა, პირიქით გეთანხმებით ყველა მოქალაქის ვალია განურცევლად სქესისა. უბრალოდ წიტლების შემტხვევაში სხვაგვარ იყო ეგ ყველაფერი
2021, 23 თებერვალი, 14:44
მადლობა თქვენ, შეფასებისთვის. რაც შეეხება ხალხს, ვფიქრობ, რომ სამშობლოს დაცვა ყველა ადამიანის ვალია და ფაშიზმთან ბრძოლას არაერთი ქართველი პატრიოტი შეეწირა.
2021, 23 თებერვალი, 10:56
არ ვიცი ამ სტატიის ავტორი რამდენად ერკვევა სამხედრო საქმეში მაგრამ აშკარაა რომ წითლების ვითომ გმირობას მიაწერს ბარბაროსას ნაწილობრივ კრახს. ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო თავად ჰიტლერი რომლის არასწორმა გადაწყვეტილებამ და შეტევის მმართულების შეცვლამ გამოიწვია აღნიშნული ოპერაციის კრახი,აფრთხილებდნენ ჰიტლერს რომ სივრცის მთლიანად აღებას ვერ შეძლებდნენ და არ გაითვალისწინა რამაც საბოლოოდ ეგ შედეგი დადო. რაც შეეხება საბჭოთა ხალხის მიერ ქვეყნის დაცვას სრული ზღაპარია, წინიდან გერმანელები ესროდნენ უკნიდან კომისრები და იძულებიტ იბრძოდნენ. მაგალითად შეგიძლიათ ნახოთ არმიები როგორ ბარდებოდნენ ტყვედ. პ.ს. საინტერესო სტატიაა საბოლოო ჯამში მადლობა ტქვენ
0 1 8