საზოგადოებრივი შეეძლო ჰიტლერს ომის მოგება?.. და რატომ ჩავარდა «ბარბაროსას» გეგმა 2021, 23 თებერვალი, 9:46 «Veni, vidi, vici» (ლათ. მივედი, ვნახე, გავიმარჯვე) — სწორედ ასეთი იყო ადოლფ ჰიტლერის და მისი არმიის პრინციპი, ომის დაწყების წინ... და ნახევარ ევროპაში ამან გაანმართლა კიდეც. თუმცა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით, პრობლემები გაჩნდა... რა არ გაითვალისწინა ჰიტლერმა, როდესაც «ბარბაროსას» გეგმას ადგენდა? ან ჰქონდა კი, ომის მოგების შანსი, გეგმა სრულყოფილი რომ ყოფილიყო? ბარბაროსას გეგმას ფიურერმა 1940 წლის ბოლოს მოაწერა ხელი და მისი მთავარი არსი წითელი არმიის ელვის სისწრაფით დამარცხებაში მდგომარეობდა. მისი მიხედვით, გერმანელი ჯარისკაცები მოსკოვში სამ, მაქსიმუმ 4 თვეში უნდა ყოფილიყვნენ... რა თქმა უნდა, სსრ კავშირის დაპყრობის გეგმის შედგენის მომენტისთვის, ჰიტლერს ზურგსუკან, ბევრი წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჰქონდა და შეიძლება, სწორედ ეს იყო მისი თავდაჯერებულობის მიზეზი, ან იქნებ ის, რომ გერმანელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს წითელი არმიის და მთლიანად, საბჭოთა ხალხის შესაძლებლობა?.. ომი დაწყებისთანავე გაჭიანურდა, რასაც მესამე რაიხი ნამდვილად არ ელოდა და რისთვისაც მზად არ იყო — ზამთრის პირობებში, გერმანელების ტექნიკური აღჭურვილობა არ ამართლებდა და თავად ჯარისკაცებიც იყინებოდნენ, რადგან მათი ეკიპირება, მკაცრი ზამთრისთვის, ნამდვილად არ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, იმ დროისთვის, მესამე რაიხს არმიის გაძლიერების ეკონომიკური შესაძლებლობაც არა ჰქონდა. ჩავარდნის მიუხედავად, დოკუმენტს გარკვეული ისტორიული მნიშვნელობა აქვს და სამხედრო ექსპერტებმა, მისი დეტალური შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, თუ რატომ მოხდა, რომ ჰიტლერის მხრიდან, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მისი შესრლება ვერ მოხდა. სსრ კავშირის წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვის წინ, გერმანელებმა მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ სამხედრო პოტენციალი კი არა, ქვეყნის მენტალობაც კი შეისწავლეს, რომ დაპყრობის შემდეგ, მოსახლეობაზე ზეწოლა მოეხდინათ. თუმცა, საბჭოთა ხალხი და გერმანელები ძალიან განსხვავდებოდნენ და გერმანელები, საკუთარი პედანტურობის მიუხედავად, სავარაუდოდ, ამ საკითხებში ბოლომდე ვერ გაერკვნენ. გარდა ამისა, მათ საიმედო ინფორმაცია ვერ ექნებოდათ, ქვეყნის მობილიზაციის და ტექნიკური პოტენციალის შესახებ. 1938-39 წლებში, გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის ანექსია მოახდინა და ამის წყალობით საკუთარი საომარი პოტენციალი გააძლიერა, შემდეგ ჯერი პოლონეთზე დადგა... ხოლო, შემდეგ — ნახევარი ევროპა დაიპყრო. დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის და ბელგიის აღებისთვის, ჰიტლერის ჯარისკაცებს სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ. ფიურერის ინტერესები აღმოსავლეთისკენ მიდიოდა და გენერლები ამბობდნენ, რომ სსრ კავშირთან ომის დაწყება, მათ უკვე 1940 წელს შეეძლოთ. მაგრამ, ჰიტლერი არ ჩქარობდა, მას ჯერ სსრ კავშირის საზღვართან თავისი ჯარების მობილიზება უნდოდა. საბჭოეთის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის მთავარი უპირატესობა სისწრაფე და გამანადგურებელი ქმედება უნდა ყოფილიყო, ისე, როგორც ნებისმიერი ბლიცკრიგის დროს — ძლიერი დარტყმას საბჭოთა არმია უნდა დაემარცხებინა, ისე როგორც ეს აღმ. ევროპის ქვეყნებში მოხდა. ვერმახტის ხელმძღვანელობა, ომის დაწყებამდე, მოსკოვის დეზინფორმირებას ცდილობდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ნაციზმი პლანეტაზე დიდი ნაბიჯებით დადიოდა, ამის გაკეთება და სტალინის იმაში დარწმუნება, რომ გერმანია სსრ კავშირზე თავდასხმას არ გეგმავდა, არც ისე მარტივი იყი... სსრ კავშირის დასაპყრობად, სამხედრო სარდლობამ, საყვარელი ფიურერისთვის 12 გეგმა მოამზადა. თუმცა, წარუმატებლობის შემთხვევაში, სათადარიგო გეგმა არცერთს არ ჰქონდა. 1941 წელს საბჭოთა კავშირის საზღვართან კვე 4 მლნ-მდე გერმანელი ჯარისკაცი იყო კონცენტრირებული და მათი რიცხვითი უპირატესობა, საბჭოთა ჯართან შედარებით, დაახლოებით, ერთნახევარჯერ დიდი იყო. გარდა ამისა, მათ სამხედრო გამოცდილებაც ჰქონდათ... სსრ კავშირმა კი, საზღვრები ბალტიისპირეთში და უკრაინაში გაამაგრა, ბელარუსში კი — არა, რამაც ქვეყანა ნეგატიურ შედეგებამდე მიიყვანა. გერმანული სარდლობის გათვლებით, ზამთრისთვის ომი უნდა დასრულებულიყო და ამიტომ, ჯარს ზამთრის ეკიპირებაც კი არ ჰქონდა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი თოვლი ოქტომბრის დასაწყისში მოვიდა. მართალია, მალევე გადნა, მაგრამ გზებზე ისეთი ტალახი გაჩნდა, რომ გერმანული ტანკები ძლივს გადაადგილდებოდნენ, რამაც სათადარიგო აღჭურვილობის ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა. გარდა ამისა, გერმანელი ჯარისკაცები თბილი ტანსაცმლის და ჩექმების არ არსებობის გამოც ჩიოდნენ. არ ჩქარობდნენ გერმანიიდან ტანკის სპაიკების ჩამოტანასაც, ამიტომ ზოგიერთ რეგიონში, გერმანული ჯარი ტანკების გარეშე დარჩა. ოპტიკა იორთქლებდა, საპოხი საშუალება კი ჯერ კიდევ გზაში იყო. საწვავი კი, იყინებოდა. გარდა ამისა, სატვირთო მატარებელის საბჭოთა საზღვართან მოსვლის შემდეგ, გერმანელები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დადგნენ — აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ლიანდაგებს, ევროპულისგან განსხვავებული სიგანე ჰქონდა და წითელმა არმიამ, უკან დახევის დროს, ყველა სადგური ააფეთქა, საიდანაც გზის სიგანის დარეგულირება შეიძლებოდა. რამაც შედეგად, ნამდვილი საგზაო კოლაფსი გამოიწვია. მაშინ ჰიტლერს თავისი გადაღლილი და ნაკლებად ამბიციური გენერლების რჩევისთვის ყური რომ დაეგდო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, — მეორე მსოფლიო ომი, დაახლოებით, ისე დასრულდებოდა, როგორც პირველი. მაგრამ, ის ჰიტლერი იყო და მისი ამბიციები გონიერებაზე ძლიერი აღმოჩნდა... გერმანული ჯარი პოზიციებს კარგავდა და ჰიტლერს, რა თქმა უნდა, ესმოდა, რომ მარცხი გარდაუვალი იყო. მაგრამ, ამის მიუხედავად, ის ომს აგრძელებდა. სავარაუდოდ, სწამდა, რომ კაპიტულაცია გერმანელი ერის განადგურებას გამოიწვევდა და ამიტომ, ის ბოლომდე მიდიოდა, რომ რაც გააფუჭა, იმის გამოსწორება მოეხერხებინა. მაგრამ, ეს უკვე შეუძლებელი იყო... ვიდრე, გერმანელი ჯარისკაცები საკუთარი ყოფითი პრობლემებით იტანჯებოდნენ, — ხალხი სიცოცხლის და თავისუფლებისთვის იბრძვოდა... და «ბარბაროსას» გეგმაში სწორედ ეს არ იყო გათვალისწინებული. არხის სხვა სიახლეები:1. მაკედონელი, კლეოპატრა, კეისარი და სხვა ისტორიული პირები დღეს რომ ცხოვრობდნენ... 4. რატომ ჰყავდა ჰიტლერს 15 ახალგაზრდა ქალი პირად შტატში... და სხვა საინტერესო ფაქტები 5. თუ თქვენი ყოველი დღე, წინა დღეს ჰგავს და ბედნიერების შეგრძნება დავკარგეთ... 2153 6-ს მოსწონს |
პ.ს. ქერჩზე რას იტყვიტ? ტქვენს მოსაზრებას სიამოვნებით მოვისმენ (წავიკითხავ)