x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139094
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
საინტერესო და უცნაური ისტორიები
imageსაყოველთაოდ ცნობილ National Geographic-ის 2010 წელს
ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულ, საუკეთესო ფოტოებს შორის მოხვდა ეს ფოტოც: "პატარა ტიბეტელი მამასთან ერთად", რომელიც გადაღებულია ქართველი ფოტოგრაფის სერგი ბარისაშვილის მიერ.
imageყინულის ფესტივალი პეკინში

image

2007 წელს ლოს ანჯელესში, აივენჰოს რეზერვუარში აღმოაჩინეს bromate-ის მაღალი დონე (ეს არის კარცეროგენი, რომელიც ყალიბდება ბრომისა და ქლორის მზის სხივებთან რეაქციაში შესვლით). დღეს მას ანეიტრალებს რეზერვუარში ჩაყრილი 3 მილიონი პლასტმასის ბურთი.
imageკოსტა რიკული არლეკინო, იგივე კლოუნი ბაყაყი ბინადრობს კოსტა რიკასა და პანამაში. ეს სახეობა გადაშენების პირასაა.
imageმექსიკელი ხელოვანი კარლოს მორალესი გალერეათა კედლებს ათობით ათასი ქაღალდის პეპლით რთავს, რასაც ის "შავ ღრუბელს" უწოდებს.
image
კომპანიების სახელწოდებების წარმომავლობა:

სამსუნგი - კორეულად ნიშნავს "სამ ვარსკვლავს";
მერსედესი - დამაარსებლის ქალიშვილის სახელი;
ნოკია - ფინეთის ერთ-ერთი ქალაქის სახელწოდება;
ჰონდა - დამაარსებლის, Soichiro Honda-ს გვარი;
სონი - ლათინური სიტყვიდან "sonus", რაც ნიშნავს "ხმას";
ტოიოტა - დამაარსებლის, Sakichi Toyota-ს გვარი;
ადიდასი - დამაარსებლის სახელისა და გვარის მიხედვით - ადოლფ (ადი) დაზლერი.
image
პინგვინებს შეუძლიათ მარილიანი წყალი მტკნარად აქციონ, რაშიც მათ სხეულში სპეციალურად ამისთვის არსებული ჯირკვალი ეხმარებათ. ისინი წუწნიან წყალს და მისგან აცალკევებენ მარილს, რომელსაც უკანვე აბრუნებენ.
imageილუზიური აუზი შექმნა არგენტინელმა ხელოვანმა Leandro Erlich-მა. მისი ნახვა შესაძლებელია იაპონიაში, კერძოდ Kanazawa-ში არსებულ მუზეუმში (The 21st Century Museum of Contemporary Art).
imageძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ წითურებს სული არ ჰქონდათ და სიკვდილის შემდეგ ვამპირებად გარდაიქმნებოდნენ. მათ ასევე სჯეროდათ, რომ წითურთმიანები ცეცხლს იპარავდნენ ჯოჯოხეთიდან. ზოგიერთი ხალხი ფიქრობს, რომ წითურები ყველაზე ნაკლებად გრძნობენ ტკივილს.

image


მეორედ მოსვლის სარდაფი (ინგ. Doomsday Vault) არის საიმედო ადგილი მარცვლეულობის შესანახად. მდებარეობს ნორვეგიის კუნძულ სპიტსბერგენზე. აქ ინახება ყველა მარცვლეულის ნიმუში, რათა არ განადგურდეს ისინი ატომური ომის, კლიმატის ცვლილების, მეტეორის ჩამოვარდნის, ან სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო. 2010
წელს სარდაფში დაცულ ნიმუშთა რაოდენობა ნახევარი მილიონი იყო.
imageდელფინები წყალს არ სვამენ. მათ ზღვის წყალი რომ დალიონ, დაავადდებიან და მოკვდებიან. ისინი საჭირო რაოდენობის სითხეს საკვებიდან იღებენ.
imageასე იყო განათებული 2012 წლის ოლიმპიადის სტადიონი ლონდონში დახურვის ცერემონიალის დროს.
imageÁgueda-ში, რომელიც პორტუგალიაში მდებარეობს, ივლისის თვეში სხვადასხვა ქუჩაზე ჰაერში ფერად-ფერადი ქოლგები ლივლივებს. ისინი დაკიდებულია სასეირნო ბილიკის ზემოთ და მოსეირნეებისთვის სასიამოვნო ჩრდილს ქმნის.
imageჰამაკების კაფე ტოკიოში, Kichijoji-ის რეგიონში მდებარეობს. კლიენტებს შეუძლიათ დასხდნენ ან წამოწვნენ, როგორც მოუხერხდებათ, სადაც გაუხარდებათ და მიირთვან გემრიელი სასმელები. აქ ყოველთვის ბევრი ადამიანი იყრის თავს და ზოგჯერ რიგში დგომაც უწევთ. თითოეულ მათგანს კაფეში ყოფნა მხოლოდ 90 - 120 წუთს შეუძლია, ასე რომ ყველა ახერხებს აქ შესვლას და მყუდრო გარემოთი დატკბობას.
imageჩიფსები პირველად მოამზადა ჯორჯ კრამმა 1853 წლის 24 აგვისტოს, როგორც იუმორისტული პასუხი რესტორნის უკმაყოფილო კლიენტის საჩივარზე, იმაზე თუ რატომ იყო კარტოფილის ნაჭერი სქელი და "დაუბრაწავი". კლიენტებმა შეაფასეს "ხუმრობა" და ცოტა ხანში ჩიფსი ძალიან პოპულარული გახდა.
image„Geminoid F“ არის ყველაზე „დამაჯერებელი“ რობოტი. მას აქვს 65 სახის მიმიკა, ლაპარაკობს და მღერის კიდეც. შეუძლია გაღიმება, წარბების შეჭმუხვნა, ხშირად განცვიფრებულივით გამოიყურება. შეუძლია ადამიანების ხმებს მიბაძოს. იგი შექმნა ჰიროში იშიგურომ, რობოტების დიზაინერმა. Geminoid F ღირს $ 110, 000.
imageსიტყვა "Nakakahinayang"-ი მაგალური ენიდან სიტყვა–სიტყვით ასე ითარგმნება : "სინანული – გრძნობა, რომელსაც განიცდი იმის გამო, რომ ვერ შეძელი გესარგებლა შექმნილი სიტუაციით, სხვამ კი გარისკა და ყველაფერი გამოუვიდა".
imageძველი ტრადიციის მიხედვით, მამაკაც ტუარეგებს(ჩრდილო აფრიკელი ხალხი) სახე აუცილებლად დაფარული უნდა ჰქონდეთ. თუ ვინმე ზრდასრული ტუარეგის სახეს დაინახავს, ან მოკლავენ ან თავად ტუარეგი მოიკლავს თავს.
imageყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ტოკიოში, იაპონიაში. იქ დაახლოებით 37 126 000 მაცხოვრებელია
imageავტობუსის გაჩერებაზე გამჭვირვალე შუშებში მოთავსებულია $ 3 000 000. ეს არის რეკლამა კომპანიისა, რომელიც აწარმოებს ტყვიაგაუმტარ შუშებს.
imageასეა გავლებული საზღვარი ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის პატარა ქალაქში, რომელსაც ჰქვია Baarle-Nassau. ფოტოზე ხედავთ რესტორანს, რომელიც ორივე ქვეყანაშია. ნიდერლანდებში რესტორნები ბელგიაში არსებულ რესტორნებთან შედარებით ადრე იკეტებიან (კანონის თანახმად). ამიტომ, როცა ის ნიდერლანდებში დაიკეტება, ხალხი რესტორნის ბელგიურ ნაწილში გადაინაცვლებს -
ხოლმე.
imageჩინეთის გარემოს დაცვის ფონდმა წამოიწყო კამპანია - 15 ქალაქის გადასასვლელებზე დააფინა 132 ტილო, რომლებზეც გამოსახული იყო შიშველი ხეები. მათ გამვლელები"მოსავდნენ" შემდეგნაირად - გადასასვლელის ორივე მხრიდან დასხმული იყო მწვანე საღებავი და როცა მასზე ადამიანები გადადიოდნენ, ნაფეხურებისგან იქმნებოდა ფოთლები. BBC-ის განცხადებით, 3, 920, 000-მა ადამიანმა გადაკვეთა
გადასასვლელები.

image

15 000 წიგნისგან აგებული კოშკი ვაშინგტონში
imageთუკი, იაპონიაში, ხიდზე წააწყდებით ფეხსაცმელს, ეს ნიშნავს რომ ამ ადგილზე ცოტახნისწინ ვიღაცამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ჩანს, ფეხსაცმლის დატოვება ერთგვარი ტრადიციაა.
imageსაბურავების სასაფლაო Edward Burtynsky-ს ფოტო
imageკეიტ უინსლეტის გმირის როუზის შიშველი პორტრეტი, რომელსაც ლეონარდო დიკაპრიოს გმირი ჯეკ დოუსონი ხატავს "ტიტანიკში", ამ ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სცენად ითვლება. საინტერესოა ისიც რომ ამ ნახატის ავტორი თავად ფილმის რეჟისორი ჯეიმს ქემერონი გახლავთ.

2
3241
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
3241
  
2012, 1 სექტემბერი, 13:01
მადლობა :)
2012, 1 სექტემბერი, 12:50
საინტერესო იყო
0 1 2