x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ფესვები გვიხმობს

image21-ე საუკუნის საქართველოში, გვარებს მრავალი რთული პერიოდის შემდეგ ძირითადად მშვიდობის ხანა დაუდგათ. სწორედ ერთ-ერთი ჭირ-ვარამ გამოვლილი საგვარეულო გახლავთ - რაჭული წარმოშობის გვარი -“ჩალაძე’’.
მე-18 საუკუნიდან მოყოლებული ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ცნობებით დასტურდება, რომ გვარმა არაერთი გადასახლება განიცადა ნებით (სარჩო-საბადოს ძიებაში) თუ ძალის გამოყენებით. გაუძლო, როგორც სამამულო, ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომს.
შედეგად ჩალაძეთა საგვარეულოს ნათესაური კავშირი დაიქსაქსა, ისინი მიმოიფანტნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ზოგმა კი ემიგრაციით “უშველა’’ თავს.

image20-ე საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართველმა ისტორიკოს-მეცნიერმა ლევან ფრუიძემ თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, შექმნა საგვარეულო კავშირი. მათი მიზანი იყო ქართველი ერის ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რწმენაში დაბრუნება, თანამედროვე ვითარების შესაბამისად მამა-პაპური ცხოვრების წესისა და ეროვნული ტრადიციების აღდგენა-გაგრძელება. საგვარეულო კავშირების რაოდენობამ როცა ოთხასს გადააჭარბა, აუცილებელი გახდა მათი კოორდინაცია, ამიტომ ლევან ფრუიძემ 2003 წელს ჩამოაყალიბა სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი “გვარი და გვარიშვილობა'', რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში სამების ლავრასთან დღესაც მოქმედებს.
2012 წლის 7 აპრილს თბილისში სწორედ სამების ლავრასთან, სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი “გვარი და გვარიშვილობის’’ თანადგომით მოხდა ჩალაძეთა საგვარეულოს პირველი კრება. გვარის წინამძღოლად არჩეულ იქნა კრების ორგანიზატორი გიორგი ჩალაძე, მოადგილეებად დაინიშნენ ალექსანდრე და გიორგი ჩალაძეები.
2012 წელს გვარის წინამძღოლმა გიორგი ჩალაძემ ოფიციალურად დააფუძნა ა(ა)იპ ჩალაძეთა საგვარეულო კავშირი, სადაც გაწევრიანდა საგვარეულოს დიდი ნაწილი.
2013 წლის 25 მარტს ჩალაძეთა საგვარეულომ შექმნა ჩალაძეთა საგვარეულო დროშა და გერბი, ხოლო 2019 წელს გამოჩენილ მხატვარ-მოქანდაკე გიორგი ჩალაძის მიერ დაიწერა წმინდა გიორგის ჩალაძეთა საგვარეულო ხატი, რომელიც მოთავსდა ხის მხატვრული დამუშავების ოსტატ - ბესიკ გრიგალაშვილის მიერ შექმნილ კიოტში.
2020 წლის 04 ოქტომბერს მოხდა გვარის ისტორიული გაერთიანება - მეორე კრება, სადაც ილია II - მ ჩალაძეების გვარი აკურთხა.

თარიღი 04 ოქტომბერი გამოცხადდა ჩალაძეების ერთობის დღედ.

image

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ჩალი
გიორგი ჩალი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0