ფეხბურთი ხაბიბი ფეხბურთის სათამაშოდ ემზადება 2021, 28 იანვარი, 21:52 მსუბუქ წონაში UFС-ს ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა და აინტერესო კომენტარი დაუწერა, რომ ფეხბურთის სათმაშოდ ემზადება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. რაც შეეხება ნურმაგომედოვის ბოლო პოსტს, სხვებთან ერთად მას წარსულში ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, კლარენს ზეედორფი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეხმაურნენ. ზეედორმა პოსტს ბიცეპსის, ფეხბურთის ბურთისა და ცეცხლის ემოჯები დაუსვა, ჯოკოვიჩმა კი რუსულად მიაწერა: "მიდი, ძმაო! კარგია". 32 წლის დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონიდან დაუმარცხებელი წავიდა. ხაბიბმა კარიერის განმავლობაში MMA-ში 29 ბრძოლა ჩაატარა (13 UFC-ში) და ყველა მოიგო. გასული წლის ოქტომბერში, ჯასტინ გეიჯისთან გამართული უკანასკნელი შეხვედრა დაღესტნელისთვის პირველი იყო მას შემდეგ, რაც მამა და მწვრთნელი - აბდულმანაპ მურმაგომედოვი გარდაეცვალა. 31 1-ს მოსწონს
|