x
ტირანი ქმარი!!
imageტირანი ქმარი სულაც არ არის დრაკონის მსგავსი ურჩხული.
მასაც შეუძლია იყოს მხირაული და გულღია, თუ კარგ ხასიათზეა. მაგრამ მუდამ ცდილობს,
ყველა თავის ნებას დაუმორჩილოს და მნიშვნელობა
არ აქვს, ამას სკანდალებით გააკეთებს თუ ცემა-ტყეპით. ფსიქოლოგები ტირანის 3 ტიპს
გამოჰყოფენ.


imageპირველებს ახასიათებთ ტოტალური კონტროლის დაწესებისკენ სწრაფვა - ვინ ვისთან ერთად
სად წავიდა, რომელ საათზე დაბრუნდა ცოლი სამუშაოდან და მთელი 20 წუთი რატომ დაიგვიანა.
ქმარი ტირანის საყვარელი კითხვაა „სად იყავი?!“







imageმეორე ტიპი პარტნიორს მორალურად ამცირებს, აწვალებს, გზადაგზა კბილს გაჰკრავს: „გაუნათლებელი კრუხი!
უჩემოდ რა გეშველება?! „ ან „ოროსანო“ და შემდეგ შემწყნარებლურად დასძენს: „ასეთი
დავმოუბმელი აპირებ კარიერის გაკეთებას?“. ინტონაცია წყნარია, ხოლო სიტყვიერ დამცირებას
როგორც წესი, თან ახლავს ქალის ზურგზე ალერსიანი ხელის გადასმა. ასეთი გამოთქმები ტირანის
თვითშეფასება როგორც წესი უფრო ამაღლებს.


imageტირანის მესამე ტიპი მუშტებზე და ფიზიკურ ძალადობაზე
გადადის, . ეს ტირანის ყველაზე უკიდურესი გამოვლენაა. სტატისტიკის მიხედვით, მათი ქმედებებისგან
ოჯახში ყველაზე უფრო ქალები და ბავშვები იტანჯებიან. მუშტების გამოყენების მიზეზი ელემენტარული
აღზრდის არქონაა. თუ მამაკაცს ძლიერ ფეთქებადი ხასიათი აქვს და ამავდროულად თავშეუკავებელიცაა,
შედეგად ვიღებთ აგრესორს, რომელიც თავის უარყოფით ემოციებს გარშემომყოფებზე აფრქვევს.
ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ამ ნაკლს მნიშვნელოვნად ზრდის. შინაური ტირანი
მკაცრია მხოლოდ სუსტი და დაუცველი თავისიანების
მიმართ, ხოლო ქუჩაში ხულიგნის მოგერიებაც არ შეუძლია- ბუნებით მშიშარაა (ავტ: როგორც
თურქეთში იტყოდნენ „დედასთან ფალავანია“)
imageimage







image


image












დამნაშავე თავად ვარ
imageქალების ერთი ნაწილი ტირანს მისით მანიპულირების უფლებას აძლევს, მეორე- არა. ოჯახის
ტირანის გავლენის ქვეშ იმყოფებიან გარკვეული ყაიდის ქალები, სახელდობრ, ისინი, მშობლებს
შორის მსგავს ურთიერთობას ბავშვობიდან რომ აკვირდებოდნენ. გოგონა ითვისებს, რომ მამაკაცის
უკმეხობა და ქალის მორჩილება ნორმალურია. ამიტომ ქმრის თავდასხმებს ამართლებს. ასეთი
ქალების არგუმენტებია : „ასეთია ქალის ხვედრი, უნდა მოითბინო“, „ჩხუბი სახლიდან არ უნდა გავიდეს“, „ბავშვებს მამა
უნდა ჰყავდეს“, „დამნაშავე თავად ვარ, ისე უნდა მოვქცეულიყავი, რომ არ გამეღიზიანებინა“
ვერ აცნობიერებენ, რომ მისი მანიპულირებენ.

თავი გადაირჩინეთ
imageთუ თქვენს წინაშე მწვავედ დგას საკითხი:ტირანის მონა დარჩეთ თუ, როგორც პიროვნებამ,
თავი შეინარჩუნოთ, ზომები მიიღეთ!
მის ახლობლებს, მეგობრებს, და-ძმას შესჩივლეთ.
ტირანმა უნდა იცოდეს, რომ ის არცერთი ცუდი საქციელის გამო დაუსჯელი არ დარჩება.

ტირანს პოლიციით დაემუქრეთ.

საარსებო წყაროზე თავად, დამოუკიდებლად იზრუნეთ. მატერიალურად დამოუკიდებელი ქალები
დამცირებას არ იტანენ!

ეცადეთ, ცალკე იცხოვროთ. ეს ძნელია, მით უფრო, თუ საერთო შვილები გყავთ, მაგრამ დესპოტის
თავდასხმისგან თავისა და ბავშვების გადარჩენის ყველაზე საიმედო გზა მასთან კონტაკტის
მინიმუმამდე შემცირებაა.

გთავაზობთ ტესტს, რომლის დახმარებით გაერკვევით, დაბეჩავებული ქალი ხართ თუ ძლიერი,
ან იქნებ ოქროს შუალედს პოულობთ.



1. ვახშმის დროს ქმარს სახე დაემანჭა. ფიქრობთ
ა) ალბათ რამე საშინელება მოვამზადე
ბ) კუჭი სტკივა
გ) რა მანერაა სუფრასთან სახის მანჭვა?!

2.მეგობართან საუბრობთ და ამ დროს მას ქმარი აწყვეტინებს „ საკმარისია, დროა, შინ
წავიდეთ“. ფიქრობთ:
ა) ქმარი მეც ასე მექცევა
ბ) მისი ფეხსაცმლის ფერი კაბას არ ეხამება
გ) როგორ აძლევს ქმარს ამის უფლებას??!

3.ოფიციანტი თქვენი ქმრისკენ იხრება და ღრმა დეკოლტეს აჩენს. თქვენ..
ა) ეჭვიანობას იწყებთ და ბრაზდებით, რომ ისეთივე ლამაზი მკერდი არ გაქვთ
ბ) ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ
გ)მხიარულობთ, ქმარი უხერხულობისგან იშმუშნება


4.ჩხუბისთვის რმოელი საბაბია თქვენთვის ძირითადი?
ა)ნებისმიერი საბაბი სისულელეა, მთავარი მიზანი ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებაა
ბ)ღალატი
გ)სატელევიზიო გადაცემა

5. თქვენი აზრით ბევრი წყვილი იმიტომ იყრება, რომ
ა)დროტა განმავლობაში ცოლი აუტანელი ხდება
ბ) ცოლი კარიერითაა გატაცებული
გ) ქმარი სხვა გოგონებს უჭვრეტს

6. თვენთვის ყურადღების გადატანის და მოდუნების საუკეთესო
საშუალება არის
ა) ქმართან სასიყვარულო გართობა
ბ)სასიყვარულო რომანების კითხვა, მეგობრებთან ურთიერთობა, ტყეში სეირონობა
გ) კარგად გამოძინება


შედეგები:

ჭარბობს „ა“ - სამწუხაროდ ქმრის განწყობაზე, აზრზე, გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული
ხართ. ეცადეთ, გამოეყოთ. ნუთ არ შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, დასვენების დღეები როგორ
გაატაროთ, სადილად რა მოამზადოთ?! გქონდეთ საკუტარი აზრი და ქმარი უფრო დაგაფასებთ.

ჭარბობს „ბ“- თქვენს კავშირში ყველაფერი ჰარმონიულია, თითოეული პარტნიორში პიროვნებას
აფასებს. გაკლიათ იშვიათი კამათი, რაც მოწყენილობისგან თავის დაღწევის საკეთესო საშუალებაა.


ჭარბობს „გ“- დედოფალი და ბრძანებელი ხართ. გსიამოვნებთ
წყვილში ლიდერის პოზიცია, მაგრამ უკიდურესობაში ნუ ჩავარდებით, თორემ ქმარი წავა მასთან,
ვინც მის აზრებს კარგად მოისმენს.

5
379
2-ს მოსწონს
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
379
  
2013, 29 მარტი, 6:39
აბა, ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა არ გვინდაო და მერე ოჯახში ძალადობები კი გიკვირთ და აღშფოთდებით ხოლმე :))
2012, 30 აგვისტო, 19:12
აი ეგრე,ჩემი სიტყვებიც მასეთია..!
2012, 29 აგვისტო, 18:59
ეგ დრო წავიდა, რასქვია ქალის ცემა ვერ გავიგე ცხოველია? ფუ ვერ ვიტან ეგეტ ქალებს კაცს რომ აჩმორებინებენ ტავს. იყავი ტავ დაჯერებული, ნაკითხი,გესმოდეს ცხოვრების სტილი და აბა მაშინ ტუ გაგიბედავს რამეს?
2012, 29 აგვისტო, 18:36
ნუუ იქნებით ჩმორიკი სირაქლემაები, ძალა მოიკრიბეთ და ეგეთ ქმარს იდი ნახვი უთხარით! აი ესე! :)
2012, 29 აგვისტო, 17:00
მშვენიერი სტატიაა,სამწუხაროა რომ ქართულ რეალობაში მამაკაცთა 70% მეტი თუარა ასეთი ტირანია თან ცალკეულად კიარა სამივე ერთად თავმოყრილი.და ხშირად ოჯახი ხელს არ უწყობს ქალს თავი დააღწიოს ასეთ ქმარს მსგავსი არგუმენტებით-სად უნდა წახვიდე?მე არ მიგიღებ,განატხოვარს ვერ დაგიჯენ,რას იტყვის მეზობლები?ნათესავები?და ა.შ.
0 1 5