![რა ფერის კაბაა?-ოპტიკურმა ილუზიამ
ინტერნეტში მწვავე კამათი გამოიწვია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202101/202101251418586227.jpg)
ავსტრალიელმა ტელეწამყვანმა კენდალ ჯილდინგმა გაუცნობიერებლად წამოიწყო მასშტაბური კამათი ინტერნეტში მის ფოტოზე ასახული ოპტიკური ილუზიის გამო.
ჟურნალისტმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამომწერებს გაუზიარა ფოტო კლასიკური მოჭრილი უსახელო კაბით. სურათზე კენდალი ციფერ კედლის და ლურჯი მეტლახის ფონზე დგას. მან ფოტოს ასეთი მინაწერი გაუკეთა: ”ოთხშაბათს - თეთრებში”.
![რა ფერის კაბაა?-ოპტიკურმა ილუზიამ
ინტერნეტში მწვავე კამათი გამოიწვია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202101/202101251419226227.jpg)
გამომწერებმა მაშინვე მოახდინეს რეაგირება, რომ კაბა იყო ლურჯი, უფრო სწორად ცისფერი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თეთრი . ზოგს, პირიქით, მოეჩვენა, რომ კაბა მართლაც თეთრი იყო.
![რა ფერის კაბაა?-ოპტიკურმა ილუზიამ
ინტერნეტში მწვავე კამათი გამოიწვია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202101/202101251419546227.jpg)
თუმცა, დავა დიდხანს არ გაგრძელებულა. თავად კენდალ ჯილდინგმა გადაწყვიტა, რომ კამათისთვის წერტილი დაესვა. კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა იმავე კაბით, რომელიც მართლაც თოვლივით ქათქათა თეთრია, როგორც თავად ჟურნალისტმა ივარაუდა, პირველ ფოტოზე ცუდი განათების და გარშემო მთლიანად ლურჯი ფონის გამო შეიძლება ფერების გამრუდება მოხდა.
![რა ფერის კაბაა?-ოპტიკურმა ილუზიამ
ინტერნეტში მწვავე კამათი გამოიწვია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202101/202101251420136227.jpg)
-ყველას, ვინც კამათობს, ჩემი კაბა თეთრია თუ ლურჯი - აი ფოტო ახალი ამბების სტუდიიდან! - დაწერა ტელეწამყვანმა.