x
image
მადამ ფისუნია
როგორები იქნებოდნენ ისტორიული პიროვნებები დღეს
image

1. ნეფერტიტი

თუ ოდესმე გიფიქრიათ, ნეტავ როგორები იქნებოდნენ ვიზუალურად ისტორიული პირები, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ აქ და ახლა, ეს პოსტი სწორედ თქვენთვისაა. კომპიუტერული პროგრამირების დახმარებით ბეკა სალადინმა შექმნა ისტორიულ პირთა სახეები. მან შექმნა სერია - Royalty Now, როგორც წარსულის აწმყოში მოქცევისა და ისტორიის ახალი კუთხით გადახედვის საშუალება.

ნეფერტიტის ეს ბიუსტი (სავარაუდოდ, მისი სიცოცხლის განმავლობაში იყო გამოძერწილი) განთქმულია თავისი სილამაზით. ნეფერტიტი ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1370 - 1330 წლებში. ის იყო ეგვიპტის დედოფალი და ეხნატონის, ეგვიპტის ფარაონის მეუღლე. ეხნატონი ცნობილია ეგვიპტის მონოთეისტურ საზოგადოებაში გადაქცევის მცდელობით (თაყვანს სცემს მხოლოდ მზის ღმერთს, ატენს), პოლითეისტური წყობის ნაცვლად.


image2. ელიზაბეტ პირველიimage3.კირიოს დიდი

სპარსი კიროს II იყო აქემენიდთა იმპერიის ფუძემდებელი, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ირანის, ეგვიპტის, თურქეთის და ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიებს. თავისი მმართველობის 30 წლის განმავლობაში კიროსმა განაახლა თავისი იმპერია მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობით. ცნობილია ის, რომ პატივს სცემდა თითოეული დაპყრობილი ქვეყნის წეს-ჩვეულებებს და რელიგიას, რაც იმ დროს არნახული წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ეს პოლიტიკა ძალიან წარმატებული მოდელი იყო ადგილობრივი მთავრობების შექმნისთვის, რომლებიც ტერიტორიებს აკონტროლებდნენ მისი ჯარების წასვლის შემდეგაც. ის ადამიანის უფლებების, სამხედრო სტრატეგიისა და პოლიტიკის აღიარებული ფიგურაა. კიროსი გამოჩნდა ძველ აღთქმაშიც (ებრაული ბიბლია). თანამედროვე ირანელებისთვის იგი საკულტო ფიგურაა, მისი საფლავი თავშეყრის ადგილია მათთვის, ვინც მას პატივს სცემს. იგი სავარაუდოდ ბრძოლაში გარდაიცვალა, მაგრამ მისი იმპერიების გავლენა დღესაც ცოცხლობს.

image4. მარია ანტუანეტაimage5. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

image6.დედოფალი ნზინგა

ნზინგა იყო მე -17 საუკუნის ნდონგოსა და მატამბას სამეფოს დედოფალი, თანამედროვე ანგოლას მიდამოებში. მმართველ ოჯახში 1583 წელს დაბადებულმა მამამ იგი პატარაობიდანვე გაწვრთნა სამხედრო და პოლიტიკურ ტაქტიკებში. სანამ მისი უფროსი ძმა მართავდა სამეფოებს, მან სთხოვა ნზინგას გამხდარიყო ელჩი პორტუგალიაში მისთვის, რადგან პორტუგალიელებმა დაიწყეს კოლონიზაცია და მათი მშობლიური ტერიტორიის დარღვევა. როდესაც ძმა გარდაიცვალა ნზინგა გახდა ხელისუფალი, ეს მოხდა აფრიკელი მონებით ვაჭრობის უპრეცედენტოდ ზრდის პერიოდში. პორტუგალიელები განაგრძობდნენ ხელშეკრულებების დარღვევას, მონებისა და სხვა ძვირფასეულობის მიტაცებას. ნზინგა იყო გონიერი ლიდერი. ჰოლანდიელებთან ალიანსის შედეგად მან შეძლო პორტუგალიელების დამარცხება და მათი განდევნა. მან თავისი სამეფო უსაფრთხო თავშესაფრად აქცია გაქცეული მონებისათვის. მისი მმართველობა 37 წელს გაგრძელდა - იგი დღემდე ითვლება ანგოლაში ლეგენდარულ ფიგურად.

image7. არისტოტელე

image8. ელიზაბეტ ბათორი

გრაფინია ელიზაბეტ ბატორი (Erzsébet Báthory) (1560 –1614) უნგრელი თავადის ქალი იყო. ის შეფასებულია როგორც ისტორიაში ყველაზე ცივსისხლიანი ქალი სერიული მკვლელი (მინიმუმ დოკუმენტირებული). მას ბრალი დასდეს სასამართლო პროცესზე ასობით ახალგაზრდა გოგონასა და ქალის წამებაში და მკვლელობაში 1590 წლიდან 1610 წლამდე. მისი სადისტური მკვლელობების ისტორიები გადამოწმდა 300-ზე მეტი მოწმისა და გადარჩენილის ჩვენებით, აგრეთვე მრავალი გვამით. თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ იგი სცემდა, ასახიჩრებდა ყინავდა და აშიმშილებდა გოგონებს. ოჯახის სტატუსის გამო, იგი სიკვდილით არ დასაჯეს, სიცოცხლის ბოლომდე დააპატიმრეს კახტის ციხესიმაგრეში. არსებობს ლეგენდა (თუმცა დაუსაბუთებელი) ბატორის შესახებ რომ მან ქალწულთა სისხლში იბანავა. image9.ჯორჯ ვაშინგტონი

image10. მუმთაზ მაჰალი

მუმთაზ მაჰალი იყო მუღალის იმპერიის იმპერატრიცა 1628-1631 წლებში, როგორც მუღალის იმპერატორი შაჰ ჯაჰანის მთავარი ცოლი. იგი ცნობილია როგორც ქალი, რომლისთვისაც ტაჯ მაჰალი აშენდა, როგორც საფლავი. მოხსენიებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, ძეგლი განიხილება, უწყვეტი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ. მუმთაზი დაიბადა სპარსეთის დიდგვაროვან ოჯახში 1593 წელს და შაჰ ჯაჰანს მიათხოვეს 19 წლის ასაკში. წყვილს 14 შვილი შეეძინა - ამ უკანასკნელმა მუმთაზის სიკვდილი გამოიწვია. მუმთაზი ცხოვრობდა უპრეცედენტო მდიდრული ცხოვრების წესით. ამასთან, იგი უფრო მეტი იყო, ვიდრე ისტორიის ბუნდოვანი პერსონაჟი - ის იყო შაჰ ჯაჰანის სანდო მრჩეველი და სანდო პირი. მისი რჩევით, ის პატიობდა მტრებს და სიკვდილით დასჯასაც კი შეცვლიდა ხოლმე სხვა საჯელით. იგი ერეოდა ღარიბ ხალხში ღარიბი პირების სახელით და იყო ხელოვნებისა და კულტურის მფარველი მთელს იმპერიაში.


0
244
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0