x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135855
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510224
საშემოდგომო მაკიაჟის ტენდენციები
როგორია 2012 წლის შემოდგომის მაკიაჟის ტენდენციები? ამ კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს მოდური ბრენდების კრეატიულმა დირექტორებმა, რომლებმაც შემოდგომა-ზამთარი 2012/13 წლის ტანსაცმლის კოლექციების ჩვენებისას სეზონის მოდური მაკიაჟიც წარმოადგინეს. კაშკაშა ფერადი ისრები ან თვალის გამჭვირვალე ჩრდილები, სინათლის ამრეკლავი ტონალური კრემი, მუქი ფერის პომადა ან მსუბუქი საცხი ტუჩებისთვის?

პოდიუმზე წარმოდგენილი იერსახეები გამოიყენეთ შთაგონების წყაროდ და შექმენით თქვენთვის მისაღები და შესაფერისი მოდური მაკიაჟი.



ფერადი ისრები და გეომეტრიული ნახატები.

image
Ana Sui


ფერადი ისრები კვლავ მოდაშია. თუ აქამდე ის მხოლოდ თამამი ქალბატონებისთვის იყო განკუთვნილი, ახალ სეზონზე ისრები უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება, ისრების ახალი ვარიანტია გეომეტრიული ფიგურებით გაფორმებული ისარი-მაგ. კვადრატით, წრით ან სამკუთხედით. ფანქრის ფერის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ცისფერ და იისფერ შეფერილობას. სიფრთხილით გამოიყენეთ ვარდისფერი და წითელი, წვრილი წითელი ხაზი მხოლოდ კინოფილმებში გამოიყურება ლამაზად, რეალურ ცხოვრებაში კი ის გაწითლებული თვალების ეფექტს ქმნის.


ღვინისფერი პომადა
image
Giorgio Armani

ცივი სეზონის დადგომასთან ერთად ღვინის და კენკრისფერი პომადა ყოველთვის ჩნდება მოდურ ჩვენებებზე. წლევანდელი სეზონიც არ არის გამონაკლისი. ყურადღება გაამახვილეთ მუქი წითელი ფერის "ატლასისებურ" პომადაზე, რომლის მკვებავი შემადგენლობა და ცხიმიანი ტექსტურა არამარტო დაგეხმარებათ მოდური მაკიაჟის შექმნაში, არამედ დაიცავს თქვენ ტუჩებს ქარის და სიცივისგან.


ტუჩის გამოკვეთილი კონტური
image
Marc by Marc Jacobs

შემოდგომის სეზონი გვირჩევს მაკიაჟში ზუსტი ხაზების და საზღვრების დაცვას. მკაცრი, მაგრამ კაშკაშა იერის შექმნისთვის გამოიყენეთ კონტურული ფანქარი, რომელსაც პომადის ფერთან შეხამებით აარჩევთ. თუ მას ტუჩების გარეთა ზედაპირზე წაისმევთ, პომადა არ გაითხაპნება, ხოლო თუ ტუჩების ზედაპირს დაშტრიხავთ, პომადა დიდხანს შენარჩუნდება.

განიერი წარბები
image
Burberry Beauty

წარბების წვრილად ამოქნას აგრძელებენ მარლენ დიტრიხის ყველაზე შეუპოვარი თაყვანისმცემლები. დანარჩენი ქალბატონები დაუბრუნდნენ წარბების ბუნებრივ ფორმას და ზომას. თუმცა ბუნებრიობა ძალიანაც ნუ გაგიტაცებთ: განიერი წარბების ფორმა მკვეთრი, ხოლო ფერი კი თმის ფერზე რამდენიმე ტონით უფრო მუქი უნდა იყოს.


დაუდევარი ვარცხნილობა
image
Burberry Beauty
დამდეგ სეზონზე მოდაშია თავისუფალი, გაშვებული თმები. მოდური ვარცხნილობის გაკეთება უფრო მარტივი გახდა, შეგიძლიათ სველ თმაზე დაიტანოთ მუსი ან სპრეი და თმა ფენით გაიშროთ, მაგრამ თმის რიგები კი არ გაასწოროთ, არამედ მუჭში მოიქციოთ. გაშრობის შემდეგ თმის ცალკეული რიგები ტექსტურული კრემ-პასტით გამოყავით.


მონო-ჩრდილები

image

Chanel Haute Couture Fall 2012
მრავალშრიანი მაკიაჟი რთული ფერადი გადასვლებით უკვე "გუშინდელი დღეა. შემოდგომა-ზამთარი ჩაივლის დევიზით:"ერთი სიყვარული, ერთი ფერი.". ერთფეროვანი ჩრდილები დაიტანეთ ზედა ქუთუთოზე და გადაანაწილეთ ის წარბებამდე. ფხვიერი ჩრდილებისთვის სიმყარის მისანიჭებლად ის წყალში ოდნავ დასველებული ღრუბელით დაიტანეთ.

image
Chanel Haute Couture Fall 2012.

თვალების მაკიაჟის გაკეთებისას მოქმედებთ პრინციპით:ან -ან-.

ან არ ეხებით ქვედა ქუთუთოს არც ჩრდილით, არც ტუშით, არც ფანქრით ან იღებავთ მათ ძალიან მუქად.
გამომწვევი საღამოს მაკიაჟის მოყვარულებს ვიზაჟისტები სთავაზობენ უხვად წაისვან ერთფეროვანი ჩრდილები ზედა და ქვედა ქუთუთოებზე, კარგად დატუშონ ის.

ფერადი ტუში წამწამებისთვის
image
Dior
საღამოს მაკიაჟის გაკეთებისას ყურადღება გაამახვილეთ წამწამების ფერად ტუშზე, რაც მეტად მოულოდნელი და მოდური გადაწყვეტილება იქნება. თუმცა დაიცავით ორი მარტივი წესი: ტუში მხოლოდ წამწამების დაბოლოებაზე წაისვით და შეახამეთ ტუშის და ფანქრის ფერი.


Smoky eyes
image
Derek Lam.

"smoky eyes" გახდა უბერებელი კლასიკა მაკიაჟში, ახალ სეზონზე ის კვლავ აქტუალურია. ყურადღება გაამახვილეთ ყავისფერ ფერზე-შოკოლადისფერიდან დაწყებული ტერაკოტისფერით დამთავრებული


ნათელი კანი
image

Dior

გამათეთრებელი კრემი და SPF საშუალებები პოპულარულია არამარტო აზიაში, არამედ ევროპაშიც. შემოდგომა-ზამთარი 2012/13 მოდურმა ჩვენებებმა უფრო გაამყარეს ეს ტენდენცია. ვიზაჟისტები გვირჩევენ გადავდოთ ავტობრონზერები და ნამზეურის ეფექტის მქონე პუდრა, ასევე სოლარიუმში ვიზიტები.


ღია ფერის თმები
image
Alexander McQueen Fall 2012.

წლევანდელი სეზონზე აქტუალურია ქერა თმები. Alexander McQueen, Salvatore Ferragamo, Burberry-ს ჩვენებებზე აქცენტი ქერათმიან მოდელებზე იყო გადატანილი.



0
375
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0