სხვა უნიკალური ჩინური ზოოპარკი, სადაც გალიებში ხალხი ზის 2021, 21 იანვარი, 18:54 ![]() ჩინური ზოოპარკის - "Lehe Ledu Wildlife Zoo" - ის გალიებში არც მეტი, არც ნაკლები ცხოველების ნაცვლად ხალხი ზის! მეტიც, ასეთი სიამოვნებისთვის მნახველები მზად არიან თანხაც კი გადაიხადონ, რადგან მათ ხომ მტაცებლების ძალიან ახლოდან ნახვის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.![]() ჩუნცინის ზოოპარკში ლომების გარდა, დათვებისა და ბენგალური და თეთრი ვეფხვების ნახვაც არის შესაძლებელი.![]() სტუმრებს სპეციალურ სატვირთო მანქანებში ათავსებენ, რომლებიც ერთი შეხედვით გალიებს მოგაგონებთ, ასე იწყება ზოოპარკში დაუსრულებული მოგზაურობა...![]() ცხოველების ყურადღების მისაქცევად, უმი ხორცის უზარმაზარ ნაჭრებსა და ცოცხალ ქათმებს პირდაპირ სატვირთო მანქანებზე ამაგრებენ.ეს ზოოპარკი დამთავლიერებლებს სახიფათო მტაცებლების ახლოდან ნახვის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.![]() ზოოპარკში ცხოველების დათვალიერება ასევე ავტობუსითაც არის შესაძლებელი.![]() დაწესებულების თანამშრომლები დამთვალიერებლებს ნამდვილი შიშის განცდის საშუალებას აძლევენ, ისე რომ მათ სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.![]() თითების გალიიდან გამოყოფა რა თქმა უნდა, იკრძალება...![]() თუმცა ალბათ, უკეთესი იქნება გალიის სახურავი გადახურული ბრეზენტით რომ იყოს.![]() ეს ზოოპარკი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რის გამოც შესასვლელი ბილეთის ყიდვა აქ თითქმის ყოველთვის შეუძლებელია.![]() რა თქმა უნდა, ეს კონტაქტური ზოოპარკი არ გახლავთ, თუმცა ნებისმიერ მსურველს ის მტაცებლებთან პირისპირ შეხვედრის საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 397 1-ს მოსწონს |