x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
უნიკალური ჩინური ზოოპარკი, სადაც გალიებში ხალხი ზის
image


ჩინური ზოოპარკის - "Lehe Ledu Wildlife Zoo" - ის გალიებში არც მეტი, არც ნაკლები ცხოველების ნაცვლად ხალხი ზის! მეტიც, ასეთი სიამოვნებისთვის მნახველები მზად არიან თანხაც კი გადაიხადონ, რადგან მათ ხომ მტაცებლების ძალიან ახლოდან ნახვის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.


image


ჩუნცინის ზოოპარკში ლომების გარდა, დათვებისა და ბენგალური და თეთრი ვეფხვების ნახვაც არის შესაძლებელი.


image


სტუმრებს სპეციალურ სატვირთო მანქანებში ათავსებენ, რომლებიც ერთი შეხედვით გალიებს მოგაგონებთ, ასე იწყება ზოოპარკში დაუსრულებული მოგზაურობა...



image



ცხოველების ყურადღების მისაქცევად, უმი ხორცის უზარმაზარ ნაჭრებსა და ცოცხალ ქათმებს პირდაპირ სატვირთო მანქანებზე ამაგრებენ.


image


ეს ზოოპარკი დამთავლიერებლებს სახიფათო მტაცებლების ახლოდან ნახვის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.



image


ზოოპარკში ცხოველების დათვალიერება ასევე ავტობუსითაც არის შესაძლებელი.

image



დაწესებულების თანამშრომლები დამთვალიერებლებს ნამდვილი შიშის განცდის საშუალებას აძლევენ, ისე რომ მათ სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.


image


თითების გალიიდან გამოყოფა რა თქმა უნდა, იკრძალება...


image


თუმცა ალბათ, უკეთესი იქნება გალიის სახურავი გადახურული ბრეზენტით რომ იყოს.


image


ეს ზოოპარკი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რის გამოც შესასვლელი ბილეთის ყიდვა აქ თითქმის ყოველთვის შეუძლებელია.


image


რა თქმა უნდა, ეს კონტაქტური ზოოპარკი არ გახლავთ, თუმცა ნებისმიერ მსურველს ის მტაცებლებთან პირისპირ შეხვედრის საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.


imageimageimageimageimageimage











0
397
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
397