x
image
თუთიკო ბერძენა
თუკი აფროდიტას ჰქონდა ნაკეცები მუცელზე და პატარა მკერდი, მე რატომ არ უნდა მქონდეს?

image
ადამიანების ყურადრების გადასატანად არსებითიდან არაარსებითისკენ უამრავი ინსტრუმენტით ხდება. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ მოდა და სტილია.
გარდა იმისა, რომ მოდა დამკვიდრდა ადამიანის ისეთ ატრიბუტებში, როგორიცაა სამოსი, ინტერიერი, მან თანდათან თვითონ ადამიანის სხეულის ფორმებზეც გადაინაცვლა და მოდის ინდუსტრიაში :სილამაზის" ინდუსტრიაც შეიჭრა. ამ ინდუსტრიაში მძლავრად ამუშავდა ათასნაირი ფარმაკოლოგიური პრეპარატების წარმოებისა და პლასტიკური ქირურგიის ნაწილი.. ყველა ცდილობს იყოს ერთნაირი - ძვალზე ტყავი, რომელსაც ნეკნებს დაუთვლი, ამ ნეკნებზე გამოებას უზარმაზარი მკერდი, სახე კი უზარმაზარმა ტუჩებმა გადაფაროს, რითაც აქცენტი სულის ისეთ სარკეზე კი არ იქნება, როგორიც თვალებია, არამედ ჰიალურონის მჟავის გელზე! და ათასნაირი წვალებით, ფულის ხარჯვით( რომელიც შეიძლება ბევრად უკეთეს საქმეესბს მოხმარდეს) ქალები ცდილობენ ყველა ერთმანეთს დაემსგავსონ, ერთ ნაცრისფერ მასად იქცნენ, რომელსაც ექნება ერთი დიდი ძუძუ და უზარმაზარი ტუჩები...

ეს ყველაფერი სასაცილოა!

ადამიანების ინდივიდუალობა ყველაზე მაღალი კლასის მოდა უნდა იყოს ყველა დროში, ყოველთვის!

სილამაზის ქალღმერთად აფროდიტეა მიჩნეული. ეს არის კლასიკა, რომელიც ქალის, როგორც დედის, როგორც მეუღლის ყველა ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ მოცემულობას შეესაბამება. აბა, წარმოიდგინეთ, რა საშინელი სანახავი იქნებოდა აფროდიტას ქანდაკება უზარმაზარი მკერდით.

და რატომ სწირავენ ამდენ დროს, ამდენ ფულს და ენერგიას ქალები პლასტიკურ ოპერაციებსა და გასახდომ აბებს? იმიტომ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი სადღაც, ზევით, ტრენდების განმსაზღვრელ ცენტრში ქმნის რაღაც სტანდარტს, მერე შესაბამისად ხდება ამ სტანდარტის პიარი, ხდება მისი როგორც ყველზე მიმზიდველის იმიჯის დამკვიდრება მასების ცნობიერებაში და მერე იწყება ბუმი, რომ ამ " მიმზიდველობის" პარამეტრებში სხდებოდნენ ბუნებრივად თვით ყველაზე განსხვავებული გარეგნობის ადამიანებიც კი. მაგალითად, ახლა რომ ნეკლებდასათვლელ ტორსზე მობმული უზარმაზარი საჯდომებია მოდაში, სულ რაღაც 20 წლის წინ ასეთ საჯდომზე ბაბუაჩემის მეგობრები იძახდნენ:"ტრაკი კოჭებში" აქვსო. რაც შეეხება დიდ მკერდს, ესეც თავისებური პრობლემაა. ზაფხულში მკერდსა და კანს შორის ოფლი დგება, რაგინდ ხშირად არ უნდა იბანაო, კანის საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას დაბანიდან დაბანამდე ვერაფრით შეაკავებ.

მოკლედ, ჩვენ ამ ტენდენციებს მსხვერპლად ვეწირებით საკუთარი ნებით მაშინ, როცა ყველაზე მოდური უნდა იყოს ის, რომ შენ ხარ უნიკალური, განუმეორებელი, თვითმყოფადი არსება, რომელმაც შენი ნაჯლიც კი შეიძლება შენს შარმად აქციო, თუ ინტელექტუალური მხარის გაღრმავებისკენ მიმართავ ძალისხმევას და არ იქცევი იმ რაღაც ჯგუფის მარიონეტად, რომელიც კაცობრიობას პირდაპირი მნიშვნელობით ეღადავება.




0
44
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0