x
image
ოტი
რატომ აუწია ედუარდ შევარდნაძემ რონალდ რეიგანს ყური?

imageსაბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე აშშ-ის პრეზიდენტს რონალდ რეიგანს უნდა შეხვედროდა. ამ შეხვედრის წინ ორ ქვეყანას შორის მცირე დიპლომატიური გაუგებრობა მოხდა და შევარდნაძე დილემის წინაშე იდგა: თუ ის ამერიკის პოლიტიკას გააპროტესტებდა, ეს, პრაქტიკულად, მოლაპარაკების ჩაშლას უდრიდა, რაც არანაირად არ შედიოდა სსრკ-ის ინტერესებში. არადა, არც პოზიციის დაუფიქსირებლობა ივარგებდა.

და გონიერმა დიპლომატმა გამოსავალი იპოვა.

შეხვედრის წინ საბჭოთა მინისტრს აცნობეს, რომ რეიგანს შვილიშვილი შეეძინა, თანაც ვაჟი…
როდესაც რონალდ რეიგანმა ედუარდ შევარდნაძეს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მინისტრმა პრეზიდენტს ყურზე წაავლო ხელი და მაღლა აქაჩა. მერე კი გაოგნებულ პრეზიდენტს განუმარტა:

– საქართველოში ასეთი წესი გვაქვს, როდესაც ბიჭი იბადება, მამასა და ბაბუას ყურს უწევენ. გილოცავთ შვილიშვილის შეძენას.

ვერ გეტყვით, დაიჯერა თუ არა ეს რონალდ რეიგანმა, მაგრამ მეორე დღეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი პრესა წერდა: „საბჭოთა კავშირმა ამერიკას ყური აუწია“.

1
872
2-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
872
  
2021, 22 იანვარი, 19:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1