x
image
თორნიკე55
"უნდა გავიხსნათ, შიგნითაც მოსახსნელია ყველა შეზღუდვა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება"

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, ფიქრობს, რომ კოვიდშეზღუდვების გამო ისედაც გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი მეტად გაღრმავდება. მისი აზრით, ამისთვის საჭიროა, ქვეყანა გაიხსნას.

"პირველი რაც არის გასაკეთებელი, უნდა გავიხსნათ - საზღვრებიც უნდა გავხსნათ, ტურისტებიც უნდა შემოვუშვათ, შიგნითაც მოსახსნელია ყველა შეზღუდვა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ყოველი შემდეგი ვალი, რომელსაც ეს დე ფაქტო ხელისუფლება ისესხებს, იქნება კიდევ უფრო მაღალ პროცენტში, აქ არავინ არ შემოიტანს და ჩადებს ფულს. ანუ დედა გვაქვს ნატირები, ოღონდ, მართლა, არაფერზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, თუ ქვეყანა იქნება ჩაკეტილი. მე პირველ რიგში ამის გაპროტესტებას ვაპირებ", - ამბობს ჯაფარიძე

მისივე აზრით, მთავრობა ტყუილებით კვებავს ადამიანებს და მათ არანაირი სამოქმედო გეგმა არ აქვთ, მაშინ, როცა, ჯაფარიძის თქმით, "ვჭამთ ჩვენი შვილების მომავალ ცხოვრებას" არაადეკვატურად დიდი ვალის გამო.გირჩი

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0