საქართველო "შემდეგ შეხვედრაზე თუ შეიძლება ლიფიც ჩაიცვიო"... 2021, 19 იანვარი, 21:42 ![]() კაი მეთქი – რაზე შემექმნა ახლა ამისგან პრობლემა. გამოვეწყვე კოჭებამდე ცისფერ კაბაში, ჩავკიდე ხელი ნანას და კლდიაშვილის ეკვირინე და სონიასავით, გავემართეთ ამომრჩეველთან შესახვედრად ჭეშმარიტ მაჟორიტარზე სასაუბროდ. სამი შეხვედრა გვქონდა. პირველივეზე ამოვარდა ქარიშხალი და დასცხო წვიმამ. გავიყინე. მაგრამ მალევე გადაიარა და გავაგრძელეთ შეხვედრა. ნანა იქ იყო, შესაბამისად, ნანას მივეცი მთელი სცენა, დავდექი სამაგალითოდ ჩუმად, გამართული და ამაყი რძალი. კი შევამნჩნიე, რომ ნანას საუბრის დროს, დამსწრეების მნიშვნელოვანი ნაწილის ყურადღებას მე ვიქცევდი, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჩემი ცისფერი კაბა მოსწონთ. მოკლედ, ჩაიარა შეხვედრებმა. ძალიან თვითკმაყოფილი მივუახლოვდი ლაშას, დაჟინებული მზერით ჩავაშტერდი და უხმოდ მოვთხოვე ჩემი ჩინებული, მეგრელების რძალს რომ შეეფერება, ისეთი ქცევის აღიარება. ლაშამ ყველაფერი კარგი, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე თუ შეიძლება ლიფიც ჩაიცვიო. თურმე წვიმაში კაბა რომ დამისველდა გამჭვირვალე გახდა, ამას ისიც დაერთო რომ შემცივდა და …. მორალი: ძაანაც არ უნდა შეეცადო, მაინც ის ხარ, რაც ხარ“, - წერს ჩერგოლეიშვილი. 452 შეფასება არ არის
|