x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ეს დღე ისტორიაში - 19 იანვარი, ედგარ ალან პოს დაბადება
image


1809 წლის 19 იანვარს, მწერალი, პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ედგარ ალან პო, დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში.


როდესაც პო სამი წლის იყო, მისი მშობლები გარდაიცვალნენ. ბავშვზე ზრუნვა მის ბაბუას, ჯონ ალანს მოუწია, რომელიც თამბაქოთი მოვაჭრე იყო. პომ სკოლა ინგლისში დაამთავრა, რომლის შემდეგაც, 1826 წელს, ვირჯინიის უნივერსიტეტში ჩააბარა. მას უნივერსიტეტის დატოვება სულ რაღაც რვა თვეში მოუწია, მისი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების გამო. ამის შემდეგ, იგი ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ამერიკის შეერთებული შტატების არმის აკადემიაში, საიდანაც წესების დარღვევის გამო გაუშვეს. დარღვევა კვლავ აზარტულ თამაშებს ეხებოდა. იმ პერიოდისათვის, პოს უკვე ჰქონდა გამოცემული სამი პოეტური კრებული, რომლებსაც დიდი ყურადღება არ ღირსებია.


1836 წელს, იგი რედაქტორად მუშაოდა Southern Literary Messenger”-ში, რიჩმონდში. ამავე წელს, იგი დაქორწინდა თავის 13 წლის ბიძაშვილზე, ვირჯინია კლემზე. ასევე, დაასრულა მუშაობა თავის პირველ ნოველაზე “ნანტაკელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი”, რომელიც 1838 წელს გამოიცა. პომ სამსახური გამუდმებული სმის გამო დაკარგა და წყვილი ფილადელფიაში გადავიდა, სადაც ალანი მუშაობდა როგორც რედაქტორი “Burton’s Gentleman’s Magazine”-სა და “Graham’s Magazine”-ში. იგი ცნობილი გახდა, არა მხოლოდ როგორც ლიტერატურის გამჭრიახი კრიტიკოსი, არამედ როგორც ბნელი და საშიში ისტორიების მწერალიც, როგორიცაა მაგალითად “გული-გამთქმელი” და “აშერთა ოჯახის დაქცევა”. ამავე პერიოდში, მან დაიწყო მისტიკური ისტორიების წერაც, რომელმაც თანამედროვე დეტექტიური ისტორიების ფუძემდებლად აქცია.



1844 წელს, პო საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. მომდევნო წელს, მისმა პოემამ “ყორანი” მას სახელი და წარმატება მოუტანა. იგი მუშაობდა იმაზე, რომ დაეარსებინა ბროდვეის გაზეთი, მაგრამ არ დასცალდა - მისი ცოლი ვირჯინია ცუდად გახდა და 1847 წელს, ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. ცოლის სიკვდილის გამო, პო ნარკოტიკებსა და სასმელში თავით გადაეშვა. საბოლოოდ იგი რიჩმონდში დაბრუნდა და 1849 წელს, დაინიშნა თავის ბავშვობის მეგობარზე, სარა ელმირა როისტარზე. ქორწილამდე, პო მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილი ბურუსით არის მოცული. ცნობილია, რომ იგი დაინახეს ბალტიმორში, სადაც წვეულებაზე სვამდა და შემდეგ გაუჩინარდა. იგი სამი დღს შემდეგ იპოვეს თითქმის უგონო მდგომარეობაში. პო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა 7 ოქტომბერს, 1849 წელს, 40 წლის ასაკში.



↓ ↓ ↓ ↓ ↓ ნახე დამატებით ↓ ↓ ↓ ↓ ↓

ეს დღე ისტორიაში - 18 იანვარი, ქალაქ ლიმას დაარსება

ეს დღე ისტორიაში - 17 იანვარი, ბოსტონელი მძარცველების ისტორიული ქურდობა

ეს დღე ისტორიაში - 16 იანვარი, ავგუსტუსის წოდების მინიჭება ოქტავიანესთვის

ეს დღე ისტორიაში - 15 იანვარი, მიწისძვრა ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე

ეს დღე ისტორიაში - 14 იანვარი, ალბერტ შვეიცერის დაბადება

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0