შოუბიზნესი "ცელულიტი და ზედმეტი წონა": ჯენიფერ ლოპესის ახალმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია 2021, 19 იანვარი, 12:58 აი, დადგა ახალი, 2021 წელი, თუმცა მშვენიერი ჯენიფერ ლოპესი კვლავინდებურად იდეალურ ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ წელს მომღერალსა და მსახიობს 52 წელი უსრულდება, მაგრამ ნუთუ ამ ლამაზმანის შემხედვარე შეგიძლიათ ერთი წუთით მაინც დაუშვათ ის ფაქტი, რომ ის უკვე ორმოცდაათს გადაცილებულია?გასულ წელს ჯეი ლო საკუთარ გამომწერებს სპორტდარბაზში, ყოველდღიური ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას აქტიურად უზიარებდა და ყველა მათგანს საკუთარი იდეალური სხეულის ფორმებით ერთნიარად აღფრთოვანებდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, პაპარაცების მიერ გადაღებულმა სელებრითის ფოტოებმა სრულიად ინტერნეტსივცრე მოიცვა.პაპარაცებმა ლამაზმანი ზღვაზე, აქტიური დასვენების დროს დააფიქსირეს, სადაც ლოპესი, შავ, მთლიან საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მზის აბაზანებს იღებდა და საშობაო არდადეგებს სრულ ნეტარებაში ატარებდა.მაგრამ, თუ მომღერლის სხეულზე არსებულ ე.წ. "ფორთოხლის კანის" და ზედმეტი, რამდენიმე კილოგრამის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული, 51 წლის პოპ - ვარსკვლავი სავარაუდოდ, საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა და სადღესასწაულო კერძებსაც სიამოვნებით აგემოვნებდა, თუმცა რომელ ჩვენგანს არ აქვს სხეულზე მსგავსი პრობლემა??? ხომ ასეა???191 შეფასება არ არის |