x
image
თორნიკე55
რას ამბობს ყურანი იესოზე

ეს მუჰამედი თავის ამ წიგნში, რომელსაც არაბულად ყურანი ეწოდება, ამბობს, რომ ერთი ღმერთია შემოქმედი ყოველივესი, რაც კი არსებობს, და რომ იგი არ არის შობილი არც თვითონ და არც სხვა ვინმე უშვია. კიდევ ეს ცრუწინასწარმეტყველი ამბობს, რომ ქრისტე არის სიტყვა ღმერთისა და მისი სულიც, ქმნილება და მონა ღმრთისა; რომ იგი, ქრისტე, უთესლოდ იშვა ქალწულ მარიამისაგან, რომელიც მოსესა და აარონის და იყო, რადგანაც, ამბობს მუჰამედი, სიტყვა ღმრთისა და სული მისი შევიდა მარიამში და მისი საშუალებით შვა იესუ, წინასწარმეტყველი და მონა ღმრთისაო; უსჯულო იუდეველებმა მისი ჯვარცმა მოისურვეს და როცა შეიპყრეს, მხოლოდ მისი აჩრდილი აცვეს ჯვარსაო; თვით ქრისტე კი იმ დროს, ამტკიცებს მუჰამედი, არ ყოფილა ჯვარცმული და არც მომკვდარაო - ღმერთმან თავისთან, ზეცად წაიყვანა იგი, იმიტომ, რომ უყვარდა ქრისტე - თავისი წინასწარმეტყველი და მონაო.
და კიდევ იმასაც ამბობს მუჰამედი: როცა ქრისტე ზეცად აღმაღლდა, ღმერთმა ჰკითხაო მას: "იესუ, იძახდი შენ - მე ძე ღვრთისა და თვით ღმერთი ვარო?" რაზედაც იესუმ უპასუხაო: "მოწყალე იყავ ჩემდამიო, უფალო! შენ თვით უწყი რომ მე არ ვიძახდი ამას, და არც მრცხვენის ვიყო შენი მორჩილი მონა! მაგრამ ცოდვილმა ადამიანებმა დაწერეს, რომ თითქოს მე ვიძახდი ამ სიტყვებს და ამით იცრუეს ჩემს გამო და წარწყმდნენო". და ამის შემდეგ უთხრა მას ღმერთმაო: "ვუწყი მეც, რომ შენ არ იძახდი ამ სიტყვებს!" - აი, ამგვარად ფუჭსიტყვაობს მუჰამედი ქრისტესთვის, და კიდევ მრავალს სხვასაც ცრუდ ამტკიცებს იგი ამ თავის სასაცილო წიგნში.
– _ წმ. იოანე დამასკელი VIIIს.__ისლამიზოგიერთი მუსულმანი ცდილობს (მუჰამედის მიერ სასწაულების მოხდენის უუნარობას) თავი აარიდოს; ამ რეალურ და გონივრულ ფაქტს გაექცეს და ამბობს, რომ, მუჰამედი სასწაულების მოსახდენად კი არ მოსულაო, არამედ საქადაგოდო. კი ბატონო, მაგრამ, როგორ დავიჯეროთ ადამიანი ღვთის გამოგზავნილია თუ არა, მტკიცებულების გარეშე? ნებისმიერმა ადამიანმა, შეიძლება თავი ღვთის გამოგზავნილად გამოაცხადოს. მოსე და იესო (ყურანიც აღიარებს მათ ღვთის წინასწარმეტყველებად) უამრავ სასწაულს ახდენდნენ; სად არის მუჰამედის სასწაულები?
მუჰამედმა ყურანში თავად აღიარა რომ მას არცერთი სასწაული არ ჩაუდენია.
– _ თბილისის ფორუმი __სასწაულიხშირად მიუთითებენ იმაზე რომ ყურანში მრავალი ბიბლიური პერსონაჟი და მოვლენაა მოხსენიებულიო. ადამი, ნოე, მოსე, იესო. ისინი ვინც მუჰამედის ყურანს ასეთ წიგნად მიიჩნევენ, ხშირად მიუთითებენ, რომ ყურანი მანამდე დაწერილი სახარებების (მათე, მარკოზი და ა.შ.) გაგრძელება არისო. ისინი ყურანის სურებს, ანუ თავებს მიუთითებენ, სადაც ნათქვამია რომ, იესოს მივეცით სახარება, სადაც წონამორბედი კანონები და შუქიაო - იხილეთ ყურანის სურა: 5:50-52. ასეთი ქცევით, მუსულმანები იმას აცხადებენ რომ ბიბლიაში ჩაწერილ სახარებებს ღვთისგან მომდინარე წიგნებად აღიარებენ.
თუ (ყურანის განაცხადის თანახმად) ყურანი წინამორბედია სახარებებისა და ბიბლიის გაგრძელებაა, რომელიც ღმერთმა მისცა იესოსო, მაშინ იესოსთვის მიცემულ ამ წინამორბედ კანონებში და მცნებებში აუცილებლად იქნებოდა მომავალი "ღვთაებრივი" წიგნის ყურანის გამოჩენის შესახებ საუბარი.
ამ დროს პირიქითაა. აი რას ამბობს ყურანის წინამორბედი წიგნი ბიბლია:
"მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს."
ამრიგად ყურანი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ის ამბობს რომ იესოს მისცა ღმერთმა ყურანის წინამორბედი კანონებიო და ეს კანონები კი ყურანს უარყოფს.
– _ თბილისის ფორუმი __სურა– _რას ამბობს ყურანი იესოზე__
ისლამი იესო ქრისტეს მოიხსენიებს, როგორც – ისა იბნ მარიამს ( ანუ იესო მარიამის შვილი). ისა იბნ მარიამი ისლამში ერთ–ერთი ყველაზე სათაყვანებელი წინასწარმეტყველია. მისი მეორედ მოსვლა ყურანში არაა ნახსენები, სამაგიეროდ ამაზე წერენ ჰადისებში.
მუსულმანთა მოსაზრებით, ისა იბნ მარიამი რწმენით – მუსლიმია. იგი ალაჰის გამოგზავნილად და ახალი კანონის ფუძემდებლად ითვლება.
ყურანი საკმაოდ დეტალურად აღწერს ისას დაბადებას და ადარებს მას ადამს, რამეთუ ორივე მამის გარეშე დაიბადნენ.
ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში ისას უკანონოდ გაჩენილ ბავშვებს არქმევენ.
დაბადების მერე მან უბრძანა მარიამს, გაჩუმებულიყო და არავისთვის გაემხილა მისი სასწაულებრივი დაბადება.
და როდესაც იუდეველებმა დაუწყეს მარიამს შეურაცხყოფის მიყენება და ბრალი დასდეს გარყვნილებაში, ისა ალაპარაკდა და თქვა, რომ იგი ალაჰის გამოგზავნილია.
ებრაელებმა მიმართეს რომაელ მეფის ნაცვალს თხოვნით, სიკვდილით დაესაჯა მარიამი, რადგან მან უქმროდ გააჩინა ბავშვი.
ამის გამო ისა და მარიამი ეგვიპტეში გაიქცნენ.
ხოლო როდესაც ისა 12 წლის იყო, დაბრუნდნენ ნაზარეთში.
რამდენია სახარებასთან დამთხვევა? 20%?
ყველაფერი მნიშვნელოვანი ამოღებულია, მოგვების ისტორია, ჰეროდეს ისტორია, იოსების და მარიამის ასაკიც კი შეცვლილია და იგი 23 წლისაა, იესოს რომ აჩენს.
ღვთისმშობელი დაახლოებით 15 წლის იყო, როდესაც შვა იესო.
30 წლის ასაკში ისა წინასწარმეტყველი გახდა.
იგი დაკავშირებულია მუჰამედთან, რამეთუ იწინასწარმეტყველა წინასწარმეტყველის მოსვლა, “რომლის სახელიცაა აჰმადი”.
მას ეხმარებოდა მთავარანგელოზი ჯიბრაილი.
ისა სასწაულებს ახდენდა, გააცოცხლა მკვდრები და ასევე თიხის ჩიტის ფიგურები, განკურნა ავადმყოფები.
მან დააწესა კანონი, რომელმაც გააგრძელა მოსეს რჯული, მაგრამ გააუქმა ძველი კანონები და ერთადერთი მართალი რელიგია იყო მუჰამედის მოსვლამდე.
აქ, ავტორი არ უღრმავდება ქრისტიანული რელიგიის არსს, რომელიც გადმოცემულია მრწამსში.
ჯვარცმა უგულველყოფილია.
ისა ამ დროს იყო მოციქულებთან ერთად. როდესაც მიხვდა, რომ ჯარისკაცები ახლა სახლში შემოიჭრებოდნენ, მოციქულებს უთხრა: ” ვის უნდა ჩემი მსგავსი გახდეს და ჩემი თანმხლები იყოს სამოთხეში?”
ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა თქვა, მე მინდაო. ისამ, არა შენ ძალიან ახალგაზრდა ხარო და სხვებს ჰკითხა, იქნებ ვინმე სხვამ მოინდომოსო? სამჯერ ჰკითხა, მაგრამ არავის მოუნდა.
მაშინ ისამ იმ ბიჭს უთხრა, კარგი, შენ იყავიო. და ის ბიჭი ისას სრული ასლი გახდა.
ამის მერე ისას ჩაეძინა და ჭერში ნახვრეტიდან ამაღლდა ცად.
ებრაელებმა ის ბიჭი რომ დაინახეს, დაიჭირეს და ჯვარს აცვეს.
ისლამი უარჰყობს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქრისტიანობაში – ევქარისტია და ჯვარცმა კაცთა ცოდვების გამოსასყიდად.
ევქარისტია – ანუ ზიარება, რომლითაც ქრისტემ ბოლო მოუღო სისხლიან მსხვერპლშეწირვას.
მართალია, ზოგიერთ ვაიქრისტიანს ეს ვერ გაუსიგრძეგანებია და კვლავაც აგრძელებენ სისხლიან რიტუალებს.
ისევე, როგორც ისლამში, ბაირამობა – ეს არის აბრაამის მსხვერპლის გახსენება და მთელს ისლამურ სამყაროში ხოცავენ ცხვრებს, როგორც ჩვენთან ლომისობაზე.
მეორედ მოსვლისას ისა ისლამური შარიათის კანონით იხელმძვანელებს.
და შემდეგ…?
შემდეგ ისა მოკვდება და მედინაში მუჰამედის გვერდით დაიკრძალება.
ამ მეჩეთში უკვე გამოყოფილია ადგილი, სადაც ისას დაკრძალავენ. მისი ნახვა ყველას შეუძლია.
– _ ა. ჟურავსკის მიხედვით
მოამზადა გიორგი მარჯანიშვილმა __

-------------------
სპარსული ძველი მინიატურა




0
907
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
907
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0