სხვა მედეა ჯუღელი - პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი 2021, 18 იანვარი, 5:30
სპორტული ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალია. ის 1925 წლის 1 აგვისტოს დაიბადა, ქუთაისში. სპორტით ბავშვობიდანვე იყო დაკავებული.
იყო სსრკ-ის შვიდგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, სსრკს სპორტის ოსტატი (1946), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ-ის ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1979).
გარდაიცვალა 2016 წლის 8 იანვარს, 90 წლის ასაკში. ბავშვობაში ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი: 1952 (ჰელსინკი; გუნდური) ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი: 1952 (ჰელსინკი; საგნით ჯგუფური ვარჯიში) მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი: 1951 (ბჯენით ხტომა; გუნდური), 1954 (ჯგუფური ვარჯიში; გუნდური) სსრკ ჩემპიონი: 1946 (ბჯენით ხტომა), 1947 (ბჯენით ხტომა), 1951 (ბჯენით ხტომა), 1952 (ბჯენით ხტომა), 1953 (ბჯენით ხტომა; რგოლები), 1954 (ბჯენით ხტომა), 1955 (ბჯენით ხტომა) სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1952 (მრავალჭიდი) სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1950 (ნაირსიმაღლის ორძელი), 1952 (ნაირსიმაღლის ორძელი; რგოლები) სსრკ სპორტის ოსტატი - 1946 სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1952 საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი - 1971 სპორტის რაინდი - 2012 სხვა ჯილდოები: ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენი ღირსების ორდენი ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ) *-პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი საქართველოდან *-1962-1965 წლებში წვრთნიდა საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს *-1965-1970 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრების მწვრთმელი *-1979 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება *-1991-2005 წლებში იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი *-2002 წელს მედეა (მზია) ჯუღელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა *-2005 წელს მიენიჭა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის წოდება *-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა თენგიზ გაჩეჩილაძის წიგნი „მზია ჯუღელი“ 462 1-ს მოსწონს
|